მელია: მონებო, ვერ გამასამართლებთ

„მე რომ პარლამენტში შევსულიყავი, დღეს მოვიდოდა პროკურორი ჩემს გასასამართლებლად პარლამენტში?“, - ამ კითხვით ნიკა მელია ამერიკის ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს მიმართავს. ნიკა მელიამ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა „ქართული ოცნების“ დეპუტატთა ხმათა უმრავლესობით მიზანშეწონილად მიიჩნიეს გენერალური პროკურორის შუამდგომლობა, რომლითაც ის პარლამენტისგან ითხოვს თანხმობას, სასამართლოს მიმართოს ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენების მიზნით: „მივმართავ ამერიკის ელჩს, ქალბატონ დეგნანს, ძალიან ლეგიტიმური კითხვაა, ერთი რაუნდი, ორი რაუნდი, სამი რაუნდი, ჩვენ უნდა შევსულიყავით პარლამენტში და გვთხოვდა ამას და დავუშვათ შევსულიყავით, მე ახლა გავსამართლდებოდი? რა თქმა უნდა, არა, ვის ინტერესის სფეროში ვიქნებოდი? მონებს აღარ აქცევენ ყურადღებას... ეს 90 ადამიანი, რომლებიც აქ სხედან, ესენი არიან მონები. მონები მე ვერ დამიჭერენ, გამორიცხულია. მდინარაძე, კობახიძე, თალაკვაძე, მურუსიძე, ესენი არიან მონები. მონებო, ვერ გამასამართლებთ. და ის მონა, მურუსიძე რომ გელოდებათ, შემდეგ ეტაპზე, ისიც ვერ გამასამართლებს. მონა ვერ გაასამართლებს საქართველოს ვერცერთ ღირსეულ მოქალაქეს. იმიტომ, რომ 20 ივნისს გავბედე და მივედი და ვიყავი ათასობით სხვა ქართველთან ერთად, გავრილოვის ხელის დარტყმით, ვერ დამიჭერთ. გაგიწყდებათ ის ჯაჭვი, რომელიც მყარი გეგონათ და გეგონათ, რომ უკანონობით, უსამართლობით, ფონს გახვიდოდით და თავს დაგვახრევინებდით. მაგრამ არ დავხრით თავს, პირიქით, წელში გავიმართებით. თვალებში გიყურებთ და გეუბნებით, თქვენ ხართ მონები, ბიძინა ივანიშვილის მონები და ბიძინა ივანიშვილი სხვისი მონაა, გავრილოვის და მისი ხელმძღვანელობის. სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს, უსამართლობას არ შევეგუები, კმარა, როდემდე უნდა გაგრძელდეს, თითქოს კანონის სახელით ხალხის გასამართლება. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორე, მე რომ პარლამენტში შევსულიყავი, ალეკო ელისაშვილს ვეკითხები, ოპოზიცია უნდა იყოს პარლამენტში, აქ უნდა ვიბრძოლოთ, რომ შემოვსულიყავი პარლამენტში, დღეს პროკურორი იქნებოდა მოსული პარლამენტში ჩემს გასასამართლებლად? რა თქმა უნდა, არ იქნებოდა, რადგან ნიკა მელია აღარ დაგჭირდებოდათ, რადგან თქვენნაირი მონა ვიქნებოდი“. დეპუტატების გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა მხოლოდ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრმა, პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა. კენჭისყრამდე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გენერალური პროკურატურის წარმომადგენელს, ამირან გულუაშვილს ჰკითხა, დღევანდელი მდგომარეობით ხომ არ არის გადახდილი გირაოს თანხა ნიკა მელიას ან სხვა პირების მიერ, რაზეც პროკურორისგან უარყოფითი პასუ...
წყარო

Nuca

თბილისი
  • 8 თვის წინ

Vika

ბათუმი
  • 2 დღის წინ

Lile

თბილისი
  • 5 თვის წინ

Elenica

თბილისი
  • 11 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 5 თვის წინ

ვერონიკა

თბილისი
  • 7 თვის წინ

Salo

თბილისი
  • 11 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Lata

თბილისი
  • 12 დღის წინ

Kristi

თბილისი
  • 6 თვის წინ

Mila

თბილისი
  • 11 თვის წინ

Rita

თბილისი
  • 2 საათის წინ