ირანი აღარ მისცემს IAEA-ს უფლებას, ჩაატაროს ბირთვული ობიექტების მოულოდნელი ინსპექტირება

ირანმა განაცხადა, რომ მომდევნო კვირიდან აღარ მისცემს ვენაში დაფუძნებული ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ინსპექტორებს ირანის ბირთვული ობიექტების მოულოდნელი შემოწმების უფლებას, თუ ბირთვული პროგრამის შესახებ 2015 წლის შეთანხმების სხვა მონაწილეები არ შეასრულებენ მათზე ნაკისრ ვალდებულებას. ასეთ უფლებამოსილებას ირანის ხელისუფლებას ანიჭებს შარშან მიღებული კანონი, რომელშიც ნათქვამია, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ინსპექტორებს შეუწყდებათ უფლებამოსილება, თუ სხვა მხარეები სრულყოფილად არ ასრულებენ 2015 წლის შეთანხმების პირობებს. 15 თებერვალს ირანის წარმომადგენელმა IAEA-ში, ქაზემ გარიბაბდიმ განაცხადა, რომ თეირანმა აცნობა სააგენტოს იმის თაობაზე, რომ 23 თებერვლიდან გადაწყვეტილება ძალაში შევა. მაგრამ ირანის საგარეო სამეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, საიდ ხატიბზადემ აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი არ ნიშნავს გაეროს ყველა საინსპექციო მისიის ერთბაშად შეწყვეტას. „ყველა ეს ნაბიჯი შექცევადია, თუ სხვა მხარე შეცვლის მიდგომას და შეასრულებს თავის ვალდებულებას“, - აღნიშნა ხატიბზადემ, რომელმაც სხვა მხარეში აშშ იგულისხმა. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია სწავლობს საერთაშორისო შეთანხმებაში დაბრუნების გზებს. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თუ ირანი შეთანხმების პირობების შესრულებას დაიწყებს, მაშინ ვაშინგტონი მის მაგალითს მიბაძავს. ცოტა ხნის წინ, ევროპის სამმა სახელმწიფომ, E3, „მკაცრად მოუწოდეს“ ირანს, გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება ურანის ლითონის წარმოებით ბირთვული შეთანხმების დარღვევის შესახებ და ნუ გადადგამს „შეუსაბამო ნაბიჯებს“, სანამ ძალიან გვიან არ არის, აფრთხილებენ თეირანს ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი, 2015 წლის ბირთვული შეთანხმების მონაწილეები აშშ-თან, ჩინეთსა და რუსეთთან ერთად. ...
წყარო

Veronika

თბილისი
  • 23 საათის წინ

Saly

თბილისი
  • 5 თვის წინ

Marikuna

ბათუმი
  • 8 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 23 საათის წინ

молодая

თბილისი
  • 8 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 11 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 6 თვის წინ

Inesa

თბილისი
  • 23 საათის წინ

Ekuna

თბილისი
  • 6 თვის წინ

Inga

თბილისი
  • 4 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 4 თვის წინ

Teona

თბილისი
  • 4 თვის წინ