TI მოუწოდებს პარლამენტს, არ დათანხმდეს მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენებას

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ეხმაურება პარლამენტის მსჯელობას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე და აცხადებს, რომ ეს ფაქტი გზას გაუხსნის ხელისუფლებას მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებისთვის. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ნიკა მელიას საქმე არ უნდა შეფასდეს გამოძიების მიმდინარეობისას მხოლოდ ერთი, კონკრეტული საპროცესო ღონისძიების ჭრილში და აუცილებელია, საქმე განხილულ იქნას 20 ივნისის ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციის პოლიციის მიერ დაშლის გარშემო მიმდინარე გამოძიების კონტექსტში. როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებაში ვკითხულობთ, ამ დრომდე ჩატარებული გამოძიების ანალიზი შერჩევითი მართლმსაჯულების ნიშნების არსებობაზე მიუთითებს. მათი განცხადებით, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის მიმართ ამგვარი შერჩევითი დევნა კი დიდ ზიანს მიაყენებს ქვეყნის დემოკრატიის ხარისხს და იწვევს პოლიტიკური გარემოს კიდევ უფრო მეტ პოლარიზებას: „აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, არ გასცეს თანხმობა ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების თაობაზე. 2019 წლის 20 ივნისს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ანტისაოკუპაციო აქციის არაპროპორციული ძალის გამოყენებით დაშლამ, ამ პროცესში ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებმა, სხვა პრობლემებთან ერთად, მწვავე სისტემური ხარვეზები გამოააშკარავა. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალდა 40-მდე ჟურნალისტი და რამდენიმე ასეული მოქალაქე, სახელმწიფომ ძირითადად მხოლოდ დემონსტრანტებისა და ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ იმოქმედა, რაც შერჩევით მიდგომებსა და მართლმსაჯულების პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებაზე მიუთითებს. აქციის დაშლის პროცესთან და სამართალდამცავების მიერ უფლებამოსილების გადამეტებასთან დაკავშირებით არაერთი ლეგიტიმური კითხვის არსებობის მიუხედავად, სამართალდამცავ ორგანოებში ბრძანების გამცემი პირები არ გამოკვეთილა და მათი პასუხისმგებლობა არ დამდგარა. არასრულყოფილ გამოძიებაზე სახალხო დამცველის ანგარიშიც მიუთითებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ გამოძიებას არ ჩაუტარებია მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება კრიტიკული არ იყო სამინისტროს ხელმძღვანელი პირების გამოკითხვისას და არ ცდილობდა შსს-ს მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის ფარგლების დადგენას“. ამ წუთებში, პარლამენტში მიმდინარეობს ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის შესახებ მსჯელობა. 16 თებერვალს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა "ქართული ოცნების" დეპუტატთა ხმათა უმრავლესობით მიზანშეწონილად მიიჩნიეს გენერალური პროკურორის შუამდგომლობა, რომლითაც ის პარლამენტისგან ითხოვს თანხმობას, სასამართლოს მიმართოს...
წყარო

Катя

თბილისი
  • 8 თვის წინ

Tata

თბილისი
  • 6 თვის წინ

Anastasia

თბილისი
  • 4 თვის წინ

Alena

თბილისი
  • 1 დღის წინ

Elisa

თბილისი
  • 7 თვის წინ
  • 100%

ნ ი ნ ა

თბილისი
  • 31 წუთის წინ

Яна

თბილისი
  • 4 დღის წინ

Vika

თბილისი
  • 1 დღის წინ

Babi

თბილისი
  • 8 დღის წინ

Tika

თბილისი
  • 11 თვის წინ

Kristina

თბილისი
  • 1 დღის წინ

Bela transi

თბილისი
  • 8 თვის წინ