ერთი მხრივ, „ოცნება“ გვლანძღავს შიგნით და მეორე მხრივ, ნიკა მელია გარედან, ჩვენ ის ხალხი ვართ, ვინც დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას

პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერის, ვიცე-სპიკერის ლევან იოსელიანის შეფასებით, სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი არ მოხსნოდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გირაოს არგადახდა არ არის საკმარისი არგუმენტი, რომ პოლიტიკოსს იმუნიტეტი მოუხსნა. იოსელიანის განმარტებით, მან და ალეკო ელისაშვილმა საკითხს მხარი არ დაუჭირეს. „მე და ალეკო ელისაშვილმა იმიტომ არ დავუჭირეთ მხარი ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას, რომ მიგვაჩნია, არ არსებობს დამატებითი არგუმენტი, რის გამოც ეს უნდა მომხდარიყო. ის, რომ მან გირაო არ გადაიხადა, არ არის საკმარისი არგუმენტი, რომ პოლიტიკოსს იმუნიტეტი მოუხსნა, ეს არის ძალიან მარტივი და ნათელი საკითხი. პოლიტიკოსს იმიტომ იცავს იმუნიტეტი, რომ მან აიღოს დამატებითი რისკი. ამ შემთხვევაში, მე ვუთხარი კიდეც „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, ჩათვალეთ, რომ ეს არის მისი პოლიტიკური პროტესტის ფორმა და გამოხატვის თავისუფლების ნაწილი. ამიტომ არ შეიძლება ამ შემთხვევაში იმუნიტეტის მოხსნა. აქ ნიკა მელიაზე არ არის საუბარი, ვინც არ უნდა ყოფილიყო, თუნდაც „ქართული ოცნების“ დეპუტატი, მაინც ასე მოვიქცეოდი, რადგან მიმაჩნია, ეს არ არის საკმარისი საფუძველი პროკურატურას დაემორჩილო და კითხვებიც კი არ დაუსვა. ეს შენობა-პარლამენტი არ არის პროკურატურის გაგრძელება. პარლამენტი არის ინსტიტუცია, რომელმაც ზუსტად ასეთ შემთხვევებში უნდა გამოავლინოს თავისი დამოუკიდებლობა. სამწუხაროდ, დღეს ეს პარლამენტმა ვერ შეძლო“,-განაცხადა იოსელიანმა. მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ მსგავსად, „ნაციონალურ მოძრაობასაც“ არ ადარდებს, რომ ქვეყანაში სტაბილური ვითარება იყოს. „ერთ რამეს ვხედავ, როგორც „ქართულ ოცნებას“ არ ადარდებს ამ ქვეყანაში როგორი იქნება პოლიტიკური პროცესი, იქნება თუ არა სიმშვიდე და სტაბილურობა, ასევე არ ადარდებს „ნაციონალურ მოძრაობას“. ერთი სული აქვთ, როდის შეძლებენ ქუჩაში ტემპერატურის აწევას, რომ ამით რაღაც მხარდაჭერა მოიპოვონ. ერთმანეთის თანაზომადი ორი პოლიტიკური ძალაა და ამას ვადევნებთ მთელი დღე თვალ-ყურს. ერთი მხრივ, „ქართული ოცნება“ გვლანძღავს შიგნით და მეორე მხრივ, ნიკა მელია გარედან, მაგრამ ჩვენ ვართ ზუსტად ის ხალხი, ვინც დამოუკიდებლად ვიღებთ გადაწყვეტილებას და ვაკეთებთ იმას, რისიც გვჯერა, რაც სახელმწიფოებრივად სწორია. სახელმწიფოებრივად სწორია, რომ დღეს ნიკა მელიას იმუნიტეტი არ უნდა მოხსნოდა და სახელმწიფოებრივად სწორია, რომ ჩვენ ამის წინააღმდეგ უნდა მიგვეცა ხმა“,-განაცხადა იოსელიანმა. ცნობისთვის, პარლამენტმა დეპუტატ ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა. კანონმდებლებმა საკუთარი გადაწყვეტილებით, პროკურატურას თანხმობა მისცეს, მელიას მიმართ აღვეთის ღონისძიებად პატიმრობის...
წყარო

Nata

თბილისი
  • 4 თვის წინ

Anuki

თბილისი
  • 6 თვის წინ

Aida

თბილისი
  • 4 თვის წინ

Lusi

თბილისი
  • 10 დღის წინ

Lika

თბილისი
  • 8 თვის წინ

Oksana

თბილისი
  • 10 საათის წინ

Teona

თბილისი
  • 4 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 20 საათის წინ

Lata

თბილისი
  • 10 დღის წინ

Anastasia

თბილისი
  • 4 თვის წინ

Lala

ქუთაისი
  • 8 საათის წინ

Nata

თბილისი
  • 8 თვის წინ