გაბუნია: გვექნება შესაძლებლობა, მივიღოთ ის დოზები, რაც სჭირდება ქვეყნის 60%-ის ვაქცინაციას

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ქვეყანას ექნება შესაძლებლობა, სრულად მოახდინოს ვაქცინის იმ დოზების მობილიზება, რაც სჭირდება ქვეყნის 60%-ის ვაქცინაციას და ვაქცინაციის გეგმის მიღწევას. ამის შესახებ მან პრემიერ-მინისტრსა და სამედიცინო სფეროს ექსპერტებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ექსპერტებთან კონსულტაციები ვაქცინაციასთან დაკავშირებით იზრდება. ქვეყანა აქტიურად ემზადება უახლოეს პერიოდში ვაქცინაციის პროცესის დასაწყებად. განიხილება „ასტრაზენეკას“ ვაქცინის უფრო ფართოდ გამოყენების შესაძლებლობა. გვქონდა საუბარი ასევე „Pfaizer”-ის ვაქცინაზეც. განვიხილავთ მოსალოდნელ ვაქცინებს, რომლებიც არის ავტორიზაციის პროცესში და ეტაპობრივად დაემატება კოვაქსის პლატფორმასაც და მწარმოებელთან პირდაპირი კომუნიკაციის გზითაც იქნება შესაძლებელი ამ ვაქცინების მიღება. ექსპერტებთან ვისაუბრეთ ამ პერსპექტივების შესახებ და სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ მოსახლეობის 60%-ის მოცვა მოხდეს დაგეგმილ ვადებში, წლის ბოლომდე. პროცესი ეტაპობრივად გაფართოვდება, ისე, როგორც გაწერილია გეგმის მიხედვით“. მთავრობის განცხადებით, თებერვლის ბოლოსთვის, საქართველოში ელოდებიან 30 ათასამდე დოზა „ფაიზერის“ ვაქცინას, რომლითაც პირველ ეტაპზე 15 ათასამდე სამედიცინო მუშაკი უნდა აიცრას. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, მწარმოებელმა საქართველოს დაუდასტურა „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დამატებით 150 000 დოზის გამოყოფის შესახებ. საქართველოს ვაქცინაციის ეროვნული გეგმით, „2021 წლის განმავლობაში ვაქცინაციის ჩატარების სამიზნე ნიშნული მოსახლეობის 60%-ია“. ...
წყარო

Elisa

თბილისი
  • 7 თვის წინ

Sofia

თბილისი
  • 5 თვის წინ

Lilu

თბილისი
  • 4 თვის წინ

Elza

თბილისი
  • 3 დღის წინ

Vika

ბათუმი
  • 11 საათის წინ

Ирина

თბილისი
  • 6 დღის წინ

ნინი

თბილისი
  • 4 თვის წინ

Saly

თბილისი
  • 6 თვის წინ

Milana

თბილისი
  • 6 თვის წინ

Nini

თბილისი
  • 9 თვის წინ

Lela-(t r a n s i)

თბილისი
  • 22 დღის წინ

Luba

თბილისი
  • 1 დღის წინ