გახელაძის უკანონო ტყვეობის გახანგრძლივებას ევროკავშირის დელეგაცია ეუთოში გამოეხმაურა

ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობის გახანგრძლივებას ევროკავშირის დელეგაცია ეუთოში განცხადებით გამოეხმაურა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ცნობას ევროკავშირის დელეგაციის მიერ საგანგებო განცხადებაზე ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე, რომელიც ცხინვალის ციხის უკანონო პატიმრის, ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობის გახანგრძლივებას ეხება. 2021 წლის 11 თებერვალს, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე, ევროკავშირის დელეგაცია საგანგებო განცხადებით გამოვიდა, სადაც გაიმართა მსჯელობა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობის 12 წელზე მეტი ვადით გახანგრძლივების საკითხზე. ევროკავშირის განცხადებაში გამოხატულია საქართველოს მხარდაჭერა და ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნა: „ჩვენ განვაგრძობთ სხვადასხვა ფორმატების გამოყენებას საქართველოში ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ მცხოვრები, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების უფლებებისა და უსაფრთხოების მდგომარეობის საკითხების განსახილველად. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს და დე-ფაქტო ხელისუფლებას, რომელსაც რუსეთი უჭერს მხარს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ახალი პროვოკაციული ნაბიჯებისაგან, რაც კიდევ უფრო გაამძაფრებს ადგილზე არსებული ისედაც მყიფე უსაფრთხოებას და ჰუმანიტარულ მდგომარეობას“, - ნათქვამია განცხადებაში. რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. საოკუპაციო ძალების მიერ გასული წლის ზაფხულში დაკავებულ გახელაძეს დე ფაქტო ხელისუფლებამ ბრალი წაუყენა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით - "სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა" და "სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა". კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2020 წლის 11 ივლისს, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს და დააკავეს. დე ფაქტო ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ გახელაძემ სამხედრო მოსამსახურეს ესროლა, თუმცა, სასამართლო პროცესზე ერთ-ერთმა მოწმემ თქვა, რომ ზაზა გახელაძეს დამიზნებით არ უსვრია. ზაზა გახელაძისთვის პატიმრობის მისჯა საქართველოს ხელისუფლების გარდა დაგმეს დასავლეთის სახელმწიფოებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს. საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად აგრძელებს მუშაობას უკანონო პატიმრობიდან ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად. მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებენ ოპოზიციური პარტიების და სამოქალაქო მოძრაობების წარმომადგენლები. ...
წყარო

Lile

თბილისი
  • 6 თვის წინ

Ninaka

თბილისი
  • 7 თვის წინ
  • 100%

Lana

თბილისი
  • 1 დღის წინ
  • 100%

Taso transi batumi

ბათუმი
  • 7 თვის წინ

Nia

თბილისი
  • 4 თვის წინ

Tata

ბათუმი
  • 5 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 6 საათის წინ

Катя

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lizi

თბილისი
  • 3 დღის წინ

Kristi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Oksana

თბილისი
  • 6 წუთის წინ

Mila

თბილისი
  • 11 თვის წინ