თეა წულუკიანი ალეკო ელისაშვილს: ბეჭი არ ამოიგდოთ, ბატონო ალეკო

„ბეჭი არ ამოიგდოთ (ჰმ, ამის თარგმნა ვინძლო გაჭირდეს), ბატონო ალეკო. მე დავბრუნდები და აგიხსნით, თუ რას ნიშნავს, იყო შერცხვენილი. თუ მანამდე მელიამ არ გაგიტანათ. დილეტანტი ეს!", - ასე გამოეხმაურა „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე საქართველოს პარლამენტის წევრი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი დეპუტატ ალეკო ელისაშვილის მიერ მის წინააღმდეგ გამოთქმულ კრიტიკას. მათ შორის იმის შესახებ, რომ თეა წულუკიანი სისხლის სამართლის დანაშაულს სჩადიოდა იმით, რომ შეგნებულად და მიზანდასახულად არღვევდა კანონს მაშინ, როდესაც არღვევდა სასამართლოს დადგენილებას მის მიერ გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით: „აი, ასე ღიად ამბობდა, რომ არ დაემორჩილებოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას. იუსტიციის მინისტრი, სამართლიანობის მინისტრი თეა წულუკიანი... თქვენ დღეს ხომ ხართ აღშფოთებულები იმით, რომ ნიკა მელია აბუჩად იგდებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, პროკურატურის მითითებას. თეა წულუკიანი რომ აბუჩად იგდებდა სასამართლოს გადაწყვეტილებას, ისევე ხართ ამით გაბრაზებულები? გულწრფელად მაინტერესებს. თუ ხართ გაბრაზებულები და გამოხვალთ და იტყვით, რომ ეს მიუღებელი და აღმაშფოთებელი საქციელი იყო, კი ბატონო, მაშინ ერთად გავილაშქროთ მელიას წინააღმდეგაც“, - მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ალეკო ელისაშვილმა. მას თეა წულუკიანის ნაცვლად პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ უპასუხა. იგი თეა წულუკიანის მინისტრობის დროს მისი მოადგილე იყო. მიხეილ სარჯველაძემ ალეკო ელისაშვილის განცხადებები მის აღნიშნულ სფეროში უვიცობას დააბრალა და მოსთხოვა მიეთითებინა, სად და როდის თქვა თეა წულუკიანმა, რომ კანონს არ დაემორჩილებოდა: „ვალდებული ხართ, ბატონო ალექსანდრე, რომ მიუთითოთ, კონკრეტულად სად ითქვა, რომ არ დავემორჩილებიო. და ძალიან გთხოვთ, რომ იზრუნოთ ამის შესახებ, იმიტომ, რომ პასუხისმგებლობა გვაქვს ყველას იმაზე, ვინც რას ვიძახით. რაც შეეხება იმ კონკრეტულ შემთხვევას, რომელსაც თქვენ ახსენებთ, მე შემიძლია პირადად გაგცეთ და შეგიძლიათ მე მომმართოთ ამასთან დაკავშირებით კონკრეტულ შემთხვევაში. ადგილი ჰქონდა არარსებულ სამსახურში პირის აღდგენას, შეცდომა მოხდა სასამართლოს მხრიდან, სხვათა შორის მორიგებაც შედგა მერე და ყველამ აღიარა ეს ფაქტი. ამიტომ ესეც ალბათ საინტერესოა, კი. ნამდვილად ასეა და შემიძლია კონკრეტული დოკუმენტებით ამის დასაბუთება“, - უთხრა მიხეილ სარჯველაძემ ალექსანდრე ელისაშვილს. ამ განცხადებამდე კი ალექსანდრე ელისაშვილმა თეა წულუკიანი ქართული მართლმსაჯულების „ჩაფლავებაში“ დაადანაშაულა და თქვა, რომ მისთვის ცალკე, ახალი სამინისტროს შექმნა დაუშვებელია: „ჯანმრთელობას ვუსურვებ თეა წულუკიანს, მაგრამ დღეს კიდევ ერთი გამაოგნებელი რამ ხდე...
წყარო

Svetlana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nina

თბილისი
  • 8 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 1 დღის წინ

Elena

თბილისი
  • 11 თვის წინ

Anastasia

თბილისი
  • 4 თვის წინ

Saly

თბილისი
  • 6 თვის წინ

Zarra

თბილისი
  • 5 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 6 თვის წინ

ვერონიკა

თბილისი
  • 7 თვის წინ
  • 100%

Lana

თბილისი
  • 11 საათის წინ

Tako

თბილისი
  • 5 თვის წინ