მელია: არ შევეგუები გავრილოვის განაჩენს​

"თუკი ვინმეს ეპარებოდა ეჭვი, რას გააკეთებს მელია, გეტყვით, ახლა, თუკი რამეა დანაშაული, გავრილოვის იმ ცნობილ სავარძელში ჩაჯდომაზე მეტი დანაშაული იქნება შიში და უკან დახევა, რადგან საქართველოს ასიათასობით მოქალაქის ხმა ვართ თითოეული ჩვენგანი და ამ სახელმწიფოში სხვა სახელმწიფოს დროშა ვერ აფრიალდება. არანაირი დამორჩილება უკანონო გავრილოვის განაჩენის მიმართ, არ იქნება", - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომელმაც 88 ხმით 2-ის წინააღმდეგ გენერალურ პროკურორს თანხმობა მისცა, სასამართლოს მიმართოს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით: "88 მონურ მორჩილებაში მყოფმა ადამიანმა გაასამართლა თავისუფლებისა და ღირსების იდეა. ეს არ იყო ჩემთვის გამოტანილი ვერდიქტი. ამ ადამიანებმა პარლამენტად წოდებულმა რუსეთის მეხუთე კოლონამ, განაჩენი გამოუტანა ყველას და არ ვიქნები გადაჭარბებული, თუ ვიტყვი, რომ განაჩენი გამოუტანა ყველას, ვინც 2019 წლის 20 ივნისს აღშფოთდა, ვინც ქუჩაში გამოვიდა, თქვენც, თქვენი მშობლებიც, ჟურნალიტებს მივმართავ, ვინც ქუჩაში გამოვიდა, ხმა აიმაღლა, გააპროტესტა, სამშობლოს გამოესარჩლა, გამოუტანეს განაჩენი ყველას, ვინც იყო მსხვერპლი მოძალადეებისა იმ კონკრეტულ დღეს, ვისაც დათვის ტყვიები ესროლეს, ხელკეტი მოუქნიეს, ვის მიმართაც დევნა განხორციელდა, ვისაც თვალები დათხარეს და ვისაც იმ დღეს სამშობლო მოსტაცეს და ეს განცდა დაეუფლა ყველას და ყველანი ავდექით და მოვედით რუსთაველის გამზირზე და ერთ-ერთი ვიყავი მე და იქ იყო მრავალი ათასი ადამიანი. ამიტომ მთელ საქართველოს მინდა ვუთხრა, ამ ადამიანების სახელით, ვისზეც მე ვისაუბრე, მე არ და ვერ შევეგუები ჩვენი სამშობლოს დამცირებას, ეს არის დიდი დამცირება. არ შევეგუები გავრილოვის განაჩენს და მოდი აქვე ვუთხრათ სიმართლე ერთმანეთს, რომ ახლა არ არის დრო პარტიისა და პარტიული პოლიტიკის, ერთ მხარეს არის ეროვნული ქართული მოძრაობა და მეორე მხარეს არის ოკუპანტი და ივანიშვილის რენეგატები. ერთ მხარეს არის თავისუფლება და მეორე მხარეს, მონობა. ერთ მხარე არის ამ ქვეყნის და ამ ქვეყნის მოქალაქეების ნათელი მომავალი და მეორე მხარეს საბჭოთა ბნელეთი. აქედან გამომდინარე, მეგობრები, დედებო, მამებო, დებო და ძმებო, შეუძლებელია აქ უკან დახევა და შეუძლებელია უსამართლობას თავი დავუხარო. ეს უბრალოდ არ მოხდება. და ბრძოლა იქნება ბოლომდე. გამარჯვებამდე, სანამ არ ვუზრუნველყოფთ, ამ ქვეყნის თავისუფლებას. ჩვენ არ მივცემთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლების განადგურების შესაძლებლობას არავის. გული მწყდება იმ 88 მონურ მორჩილებაში მყოფ ადამიანებზე, რომელთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა, უკვე მეორედ გამასამართლა. არ ჩამითვალო...
წყარო

♥eleniko♥

თბილისი
  • 11 თვის წინ

Elenica

თბილისი
  • 11 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 7 საათის წინ

Lizi

თბილისი
  • 4 დღის წინ

Tatiana

თბილისი
  • 9 თვის წინ

Tika

თბილისი
  • 11 თვის წინ

Ekuna

თბილისი
  • 6 თვის წინ

Qeti

თბილისი
  • 9 დღის წინ

Milana

თბილისი
  • 5 თვის წინ

Sofia

თბილისი
  • 5 თვის წინ

Tata

ბათუმი
  • 5 თვის წინ
  • 100%

Taso transi batumi

ბათუმი
  • 8 თვის წინ