პროკურატურამ ნიკა მელიას დაპატიმრების შუამდგომლობით სასამართლოს ოფიციალურად მიმართა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს რამდენიმე წუთის წინ მიმართა. როგორც პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განმარტა, სასამართლო პროცესის გასამართად 24-საათიანი ვადა არის გათვალისწინებული. მისი ვარაუდით, პროცესი შესაძლოა, დღეს ან ხვალ დაინიშნოს. შესაბამის გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს. „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერით ნიკა მელიას დღეს, 16 თებერვალს შეუჩერეს პარლამენტის წევრის იმუნიტეტი. ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამეს პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით. ამ საქმეზე პარლამენტმა მას იმუნიტეტი ერთხელ უკვე შეუჩერა მე-9 მოწვევის პარლამენტში. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 30 000 ლარი და ელექტრონული მონიტორინგი. 2020 წლის 1 ნოემბერს, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ საჯაროდ მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური. ამის შემდეგ, პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდის შუამდგომლობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე შეფარდებული გირაო გაიზარდა 40 000 ლარით და გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა. მელიას, ასევე, აეკრძალა ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა. ნიკა მელია საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრია. მიუხედავად იმისა, რომ მას ოპოზიციიდან არჩეულ კიდევ 50 დეპუტატთან ერთად პარლამენტისთვის ოფიციალურად აქვს მიმართული უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით, 2 თებერვალს პარლამენტმა ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2021 წლის 5 თებერვალს განაცხადა, რომ ბრალდებულ ნიკა მელიას, რომელმაც გირაოს თანხა, 40 000 ლარი არ გადაიხადა სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში, 2020 წლის 24 დეკემბრამდე, დამატებით ერთ კვირას აძლევს მის გადასახდელად. მელიამ იმავე დღეს თქვა, რომ გირაოს არ გადაიხდის და ვერც დააკავებენ. ერთკვირიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, 12 თებერვალს გენერალურმა პროკურორმა პარლამენტს მიმართა თანხმობისთვის, რათა პროკურატურამ სასამართლოსგან ეთხოვა ნიკა მელიას მიმართ გირაოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - პატიმრობით შეცვლა. კიდევ ერთ, „ქართუ ბანკთან" დაკავშირებულ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ მელიას მე-9 მოწვევის პარლამენტში დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტეს. საქმე ეხება „ქართუს“ გაკოტრების მცდელობა...
წყარო

Ninaka

თბილისი
  • 7 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 1 დღის წინ

Marikuna

ბათუმი
  • 9 თვის წინ

Dako

თბილისი
  • 5 თვის წინ

Aida

თბილისი
  • 4 თვის წინ

Nitaa

თბილისი
  • 26 დღის წინ

Kristi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Tatiana

თბილისი
  • 9 თვის წინ

Анжелина

თბილისი
  • 9 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 11 თვის წინ

Elisa

თბილისი
  • 7 თვის წინ