პროკურატურის განცხადებით, ბაბუამ 14 წლის შვილიშვილს სცემა და მოკვლით დაემუქრა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, 14 წლის გოგოს თვითმკვლელობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, არასრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით განხორციელებული ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე, 76 წლის ს.ც.-ს ბრალდება წარედგინა. როგორც პროკურატურის განცხადებაში ვკითხულობთ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 10 დეკემბერს და 2021 წლის იანვარში, ს.ც.-მ, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან შვილიშვილს ნ.ც.-ს და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მას. სამართალდამცავებმა ს.ც. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 2021 წლის 15 თებერვალს დააკავეს. დაკავების შემდეგ დაკითხვისას ს.ც.-მ 2020 წლის 10 დეკემბრის ეპიზოდი აღიარა და განაცხადა, რომ აღნიშნულ დღეს მან შვილიშვილის მიმართ ძალადობა განახორციელა. ს.ც.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“ (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობა, (ორი ეპიზოდი)) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება გარდაცვლილი ნ.ც.-ს მიმართ შესაძლო სხვა ძალადობის ფაქტებზეც. 9 თებერვალს, 14 წლის მოზარდი ბაბუამ საკუთარ სახლთან გარდაცვლილი ნახა. გოგოს გარდაცვალების საქმეზე, ბაბუის გარდა, 23 წლის კაცია დაკავებული, რომელმაც მოზარდზე, სავარაუდოდ, სექსუალურად იძალადა. მას გამოძიება მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანას, 115-ე მუხლსაც ედავება. დაზარალებულის უფლებამონაცვლის, მოზარდის დის ადვოკატის თქმით, მოზარდის გარდაცვალების საქმეში იკვეთება კიდევ ერთი სავარაუდო დანაშაული, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი ძალადობა. მისი თქმით, გამოძიება ამ მიმართულებითაც მიმდინარეობს. არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს პერიოდში, გამოძიებამ ბრალი სხვა პირს ან პირებსაც წაუყენოს. ამავე თემაზე: 14 წლის ნინის საქმის 7 ხარვეზი - რა წერია საქმის მასალებში ...
წყარო

Anka

თბილისი
  • 1 დღის წინ

Lizi

თბილისი
  • 1 დღის წინ

Vika

თბილისი
  • 4 თვის წინ

Tatiana

თბილისი
  • 9 თვის წინ

ната nuru массаж

თბილისი
  • 18 საათის წინ

Lika

თბილისი
  • 8 თვის წინ
  • NEW

Ella

თბილისი
  • 1 დღის წინ

Lusi

თბილისი
  • 16 დღის წინ

Elena

თბილისი
  • 10 საათის წინ

Ирина

თბილისი
  • 6 დღის წინ

Mako

თბილისი
  • 4 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 8 თვის წინ