ზურაბიშვილი რეგიონის კონფლიქტების თემაზე ქალთა კონფერენციის გამართვის ინიციატივით გამოდის

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ ენ ლინდეს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას ზურაბიშვილი გამოვიდა ინიციატივით, შვედეთის ეუთო-ს თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველომ ქალი ლიდერების მონაწილეობით საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლოს, რომელიც რეგიონში არსებულ ყველა კონფლიქტზე და მათი მშვიდობიანი გადაჭრის გზებზე იმსჯელებს. ამავე ცნობით, ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე მიესალმა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას და ამ ინიციატივის განხორციელებაში აქტიური ჩართულობის მზაობა გამოხატა. როგორც ადმინისტრაცია იუწყება, მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება, რეგიონში არსებული მდგომარეობა, რეგიონში ევროკავშირისა და ეუთო-ს როლის გაძლიერების მნიშვნელობა და საქართველოს საარჩევნო სისტემა. შეხვედრის მონაწილეებმა ილაპარაკეს ბოლო პერიოდში საოკუპაციო ძალების მხრიდან საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებიდან ადამიანების გახშირებულ გატაცებებსა და კონკრეტულად, ზაზა გახელაძის დაკავების შემთხვევის შესახებ. პრეზიდენტმა მოუწოდა ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა და ფორმატი მაღალ პოლიტიკურ დონეზე ოკუპაციის საკითხზე სასაუბროდ. შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების გაძლიერების მნიშვნელობაზე და საქართველოს პრეზიდენტმა მოუწოდა ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, რომ ეუთო და შვედეთი აქტიურად ჩაერთონ ფორმატის გაძლიერებისა და მისი ეფექტიანობის გაზრდაში. ...
წყარო

ნინი

თბილისი
  • 4 თვის წინ

Anuki

თბილისი
  • 6 თვის წინ

Teona

თბილისი
  • 4 თვის წინ

Inga

თბილისი
  • 4 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 5 თვის წინ

Sofia

თბილისი
  • 5 თვის წინ

Diko

თბილისი
  • 9 დღის წინ

Bela transi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lala

ქუთაისი
  • 7 საათის წინ

Lika

თბილისი
  • 5 საათის წინ

Нора

თელავი
  • 5 თვის წინ

Tako

თბილისი
  • 5 თვის წინ