ILGA: შეინიშნება ევროპელ პოლიტიკოსთა მხრიდან ლგბტ პირთა მიმართ სიტყვიერი აგრესიის ტენდენცია

სექსუალური უმცირესობების უფლებების დამცველი ჯგუფი აცხადებს, რომ შეინიშნება ევროპელ პოლიტიკოსთა მხრიდან ჰომოფობიური განცხადებებისა და ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენების მზარდი ტენდენცია. ორგანიზაცია ILGA თავის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც 16 თებერვალს გამოქვეყნდა, აცხადებს, რომ შარშან პოლიტიკოსები ევროპისა და ცენტრალური აზიის 17 ქვეყანაში დაესხნენ სიტყვიერად თავს ლგბტ პირებს. ანგარიშის ყურადღების ცენტრშია პოლონეთი, სადაც ნაცინალისტი პოლიტიკოსები მმართველი მემარჯვენე პრატია PiS-დან საარჩევნო კამპანიის დროს აკრიტიკებდნენ „ლგბტ იდეოლოგიას“. მასში ასევე გამოყოფილია უნგრეთი, სადაც შარშან კანონით აიკრძალა სქესის შეცვლა. წელს ლგბტ ადამიანების მდგომარეობა შესაძლოა გაუარესდეს ბულგარეთსა და რუმინეთში. თურქეთში მმართველი პარტიის პოლიტიკოსები არაერთხელ დასხმიან თავს ლგბტ პირებს, განაცხადა ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ეველინ პარადისმა. ანგარიშის მიხედვით, ლგბტ პირებზე სიტყვიერი თავდასხმების ტენდენცია შეინიშნება ასევე ალბანეთში, აზერბაიჯანში, ბოსნია-ჰერცეგოვინაში, კოსოვოში, მოლდოვაში, ჩრდილოეთ მაკედონიასა და რუსეთში. ...
წყარო

Lanuki transi

თბილისი
  • 9 თვის წინ

ვერონიკა

თბილისი
  • 7 თვის წინ

Tatiana

თბილისი
  • 9 თვის წინ

Sofia27

თბილისი
  • 8 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 20 საათის წინ

Mako

თბილისი
  • 4 თვის წინ

Lata

თბილისი
  • 14 დღის წინ

Lile

თბილისი
  • 6 თვის წინ

Elisa

თბილისი
  • 7 თვის წინ

♥eleniko♥

თბილისი
  • 11 თვის წინ

Nini

თბილისი
  • 9 თვის წინ

Lilu

თბილისი
  • 4 თვის წინ