კობახიძის თქმით, სერიალებში გამოყენებული ბილწსიტყვაობით ყურს აჩვევდნენ ენის შეურაცხყოფას

მამულის, ენისა და სარწმუნოებისადმი „ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულებაზე ილაპარაკა „იმედის“ ეთერში მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. კობახიძე ყურადღებას ამახვილებს ქართულ ენაზე, როგორც იდენტობის საყრდენზე და აღნიშნავს, რომ სერიალებში გამოყენებული ბილწსიტყვაობით ყურს აჩვევდნენ საკუთარი ენის შეურაცხყოფას. „ბილწსიტყვაობა ეს არ არის მხოლოდ ადამიანის სიავის გამოვლინება, ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ. თუ დააკვირდებით, პოლიტიკური ბილწსიტყვაობით არ დაწყებულა ის პროცესი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ პარტიულ ტელევიზიებში. თავიდან დაიწყო სხვა რამით, მაგალითად, სერიალებით და ა.შ. იქ ხდებოდა ყურის შეჩვევა ბილწსიტყვაობისთვის. აქაც პირდაპირ ჩანს, რომ კონკრეტული ელემენტი ჩვენი ეროვნული იდენტობის არ მოსწონს და სიამოვნებს კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას და ისინი მიზანმიმართულად, სხვადასხვა ფორმით, მათ შორის, პირველ რიგში ბილწსიტყვაობით აჩვევენ ყურს, რომ შეიძლება შენ საკუთარი ენა, ქართული ენა შეურაცხყო“, - თქვა კობახიძემ. ...
წყარო

Mila

თბილისი
  • 11 თვის წინ

Teona

თბილისი
  • 4 თვის წინ

Ilona

თბილისი
  • 20 საათის წინ

Ninaka

თბილისი
  • 7 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 5 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 11 საათის წინ

Lika

თბილისი
  • 2 დღის წინ

Kato

თბილისი
  • 4 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 4 თვის წინ

Tata

ბათუმი
  • 5 თვის წინ

Нора

თელავი
  • 5 თვის წინ