ტრანსკავკასიური მაგისტრალი უამინდობის გამო დაკეტილია

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის რუსეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა მეორე დღეა, დაკეტილია. საგანგებო სიტუაციების სამინისტროში ადგილობრივ ჟურნალისტებს უთხრეს, რომ მეორე დღეა გადაუღებლად თოვს კავკასიონის ქედის ორივე მხარეს და ზვავსაშიშროების გამო ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია. ტრანსკავკასიური მაგისტრალი ორშაბათს ღამით დაკეტეს და როდის გაიხსნება დე ფაქტო სამინისტროში ვერ აკონკრეტებენ. „ავტომაგისტრალის, როგორც სამხრეთ, ისე ჩრდილოეთ მონაკვეთებზე ძლიერი თოვა არ წყდება. გუშინდელი დღის შემდეგ თოვლის საფარმა 20 სანტიმეტრზე მეტით მოიმატა“, - განაცხადეს დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სამორიგეო ნაწილში და პროგნოზების გაკეთებისგან თავი შეიკავეს, რადგან მომდევნო დღეების ამინდი არაკეთილსაიმედოა. ტრანსკავკასიური მაგისტრალი გადის მაღალ მთებში, კვეთს ოთხ ქედს და ათ ხეობას. ზამთარში ტრანსკასიური მაგისტრალი ხშირად პრობლემურია, ძლიერი ნალექებით გამოწვეული მთიანი რელიეფისთვის დამახასიათებელი ზვავების გამო. ხშირად, ამის გამო, დე ფაქტო რესპუბლიკა რამდენიმე დღის განმავლობაში მოწყვეტილია გარესამყაროს. ოკუპირებული რეგიონის ხელისუფლების გადაწყვეტილებით ეგრეთ წოდებული გადასასვლელები ჩაკეტილია საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებული ტერიტორიისკენაც. ამდენად ახლა ოკუპირებული ცხინვალი სრულ იზოლაციაშია მოქცეული. ...
წყარო

ნინი

თბილისი
  • 4 თვის წინ

Dina

თბილისი
  • 16 საათის წინ

Lika

თბილისი
  • 8 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 5 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Viktoria

თბილისი
  • 14 საათის წინ

Zarra

თბილისი
  • 5 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 11 საათის წინ

Ninaka

თბილისი
  • 7 თვის წინ

Dako

თბილისი
  • 4 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 14 საათის წინ

Sofia27

თბილისი
  • 8 თვის წინ