ჩვენი ოფისი 9-ბალიან მიწისძვრას უძლებს, მთელი პოლიტიკური კლასი ამ ოფისში იქნება

დააპატიმრებს? საშინელ დარტყმას მიიღებს, არ დააპატიმრებს და დასაცინი გახდება,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ ხელისუფლებასთან დაკავშირებით ნიკა მელიას საქმის თაობაზე განაცხადა. როგორც გოცირიძემ აღნიშნა, უმრავლესობის დეპუტატებმა მელიასთვის უფლებამოსილების შეჩერებით სულიერი ერთობა გააფორმეს. რაც შეეხება ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომელთაც ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს, გოცირიძე ამბობს: „თავის შეკავება იგივე მხრადაჭერაა, ამიტომ ძალიანაც ნუ იკატუნებენ თავს, მაშინ წინააღმდეგ წასულიყვნენ, მაგრამ ვერ გაბედეს“. „მათ მიიღეს „ქართული ოცნების“ „პოლიტიკური“ ნათლობა. ეს ხალხი მოინათლა. მათ გააფორმეს სულიერი ერთობა და ამ სულიერი ერთობის ფუნდამენტი არის ივანიშვილისადმი მორჩილება. ხომ შეიძლება 51 დეპუტატს მიეცა ხმა ან 87-ს და ერთი მაინც ყოფილიყო განსხვავებული აზრის, მაგრამ მათ თქვეს – ჩვენ ვართ იმ ტრადიციის გამგრძელებელი, რომელიც ჩამოაყალიბა ივანიშვილმა. ინტერესი რა არის? – ან ფული, ან სხვა სახის ინტერესი, რომელიც პარლამენტს ამ ვერტიკალური მართვის სტრუქტურაში აქცევს“,- განაცხადა გოცირიძემ. ამასთან, რომან გოცირიძის განცხადებით, ნიკა მელიას დაპატიმრების შემდეგ ქვეყანაში დაიწყება ისეთი პროცესები, რომელიც „სახელმწიფოს უღრმეს კრიზისში ჩააგდებს“. „უმძიმესი რეაქცია მოყვება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ეს იქნება ხიდების საბოლოოდ გადაწყვა. არანაირი მოლაპარაკება არ იქნება. ერთადერთი გამოსავლი იქნება სასწრაფოდ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა. არ აქვს მნიშვნელობა, დააკავებენ თუ არა მელიას, ივანიშვილმა გვაჩვენა, ვინ არის ამ ხელისუფლების ბატონ-პატრონი, ეს გვაჩვენა პარლამენტის მორიგი დამცირებით. დავინახეთ რეალური სურათი“,- განაცხადა გოცირიძემ. რაც შეეხება ნიკა მელიას მხარდამჭერების მხრიდან მისი დაკავებისას მოსალოდნელ წინააღმდეგობას, გოცირიძე აღნიშნავს, „მთელი მსოფლიო დაინახავს, რის გამო აპატიმრებს ივანიშვილი წამყვანი პოლიტიკური პარტიის ლიდერს“. „ჩვენი ოფისი 9-ბალიან მიწისძვრას უძლებს. მთელი პოლიტიკური კლასი ამ ოფისში იქნება. ამას დიდი სიმბოლური დატვირთვა ექნება“,- განაცხადა გოცირიძემ. ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი დღეს, 16:00 საათზე ჩაინიშნა. სასამართლო ნიკა მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების – გირაოს გადასინჯვაზე იმსჯელებს....
წყარო

Lata

თბილისი
  • 11 დღის წინ

Marimxiar

თბილისი
  • 4 თვის წინ
  • 100%

ნ ი ნ ა

თბილისი
  • 3 საათის წინ

Kato

თბილისი
  • 11 საათის წინ

Maria

თბილისი
  • 5 თვის წინ

Bela transi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 8 თვის წინ

Kristina

თბილისი
  • 14 საათის წინ

Sofia

თბილისი
  • 4 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 8 თვის წინ

молодая

თბილისი
  • 8 თვის წინ

Nina transi

თბილისი
  • 8 თვის წინ