რა თეორიული გზები რჩება სასამართლოს, თუკი არ დააპატიმრებს ნიკა მელიას

ადვოკატი კახა წერეთელი, რომელსაც მთავარი პროკურორის მოადგილედ მუშაობის გამოცდილება აქვს, რადიო თავისუფლებასთან განიხილავს იმ თეორიულ შესაძლებლობებს, რაც სასამართლოს აქვს ნიკა მელიასთან დაკავშირებულ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე. გენერალურმა პროკურატურამ დღეს, 16 თებერვალს, სასამართლოს მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარისთვის აღკვეთის ღონისძიების დამძიმების შუამდგომლობით, რასაც წინ უძღოდა ნიკა მელიასთვის პარლამენტის წევრის იმუნიტეტის შეჩერება. რადიო თავისუფლება დაინტერესდა, თეორიულად რა გზები რჩება სასამართლოს, თუკი აღკვეთის ღონისძიების სახით ნიკა მელიას არ შეუფარდებს პატიმრობას? კახა წერეთელმა გვითხრა, რომ სასამართლოს არ აქვს პირდაპირი ვალდებულება, რომ აუცილებლად დააკმაყოფილოს პროკურატურის მოთხოვნები, მაშინ სასამართლო არ იარსებებდა და მიმართვას საერთოდ აზრიც არ ექნებოდა. ასეთ შემთხვევაში პროკურატურას პირდაპირ მიანიჭებდა კანონი ამ უფლებას. „რადგან სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს ეს საკითხი საკუთარი შეხედულებისამებრ, დღეს რატომ უნდა შეუფარდოს, რატომ უნდა დაუმძიმოს აღკვეთის ღონისძიება; მან უნდა ჩათვალოს, რომ ეს საფრთხეები იმ დოზით არის წარმოდგენილი, რომ მელიას პატიმრობაში ყოფნა არის აუცილებელი, მათ შორის, იმის გამო, რომ მან არ შეასრულა აღკვეთის ღონისძიებით მასზე დაკისრებული მოვალეობა. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა რთული წარმოსადგენია დავუშვათ სხვა გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ შანსი სასამართლოს აქვს იმისა, რომ არ დააკმაყოფილოს პროკურატურის მოთხოვნები“, - ამბობს კახა წერეთელი. ადვოკატი განმარტავს, რა შეიძლება თეორიულად მოიმოქმედოს სასამართლომ. „ეს პრაქტიკა მე სხვა საქმეებში არ მახსოვს - გირაოს თანხის გაზრდა რომ ჩათვლილიყო აღკვეთის ღონისძიების დამძიმებად, მაგრამ შორს წასვლა აღარ გვინდა, თვითონ მელიას შემთხვევაში დაუშვა სასამართლომ. ამიტომ, თუ ერთხელ დაუშვა და გაზრდა აკმარა, წმინდა თეორიულად, რა შეუშლის, რომ კიდევ გაზარდოს?! ეს შეიძლება უსასრულობამდე წავიდეს. ცოტა ლოგიკას სცდება, მაგრამ მსგავსი მიდგომა სასამართლომ თვითონ მელიას საქმეში ერთხელ უკვე შემოგვთავაზა. 30 000-ლარიანი გირაოს ფარგლებში დაუმძიმა აღკვეთის ღონისძიება და კვლავ გირაო შეუფარდა. ჩვენ ვსაუბრობთ თეორიულ შესაძლებლობაზე და არა იმაზე, რასაც სასამართლოდან ველოდებით. თეორიულად სასამართლო არ არის ვალდებული, გინდა თუ არა, დააკმაყოფილოს პროკურატურის მოთხოვნა. თეორიულად ისიც არის შესაძლებელი, რომ გირაოს სახით შეფარდებული 30 000 ლარი დატოვოს აღკვეთის ღონისძიებად“, - განმარტავს წერეთელი. ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამეს პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწ...
წყარო

Liza

თბილისი
  • 4 თვის წინ

Ekuna

თბილისი
  • 6 თვის წინ

Lizi

თბილისი
  • 7 საათის წინ

Salo

თბილისი
  • 11 თვის წინ
  • 100%

Lana

თბილისი
  • 10 საათის წინ

Kristina

თბილისი
  • 7 საათის წინ

Anna

თბილისი
  • 4 თვის წინ
  • 100%

Taso transi batumi

ბათუმი
  • 8 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 10 დღის წინ

Nitaa

თბილისი
  • 24 დღის წინ

Kristi

თბილისი
  • 6 თვის წინ

Alena

თბილისი
  • 7 საათის წინ