ოპოზიციონერებს მოვუწოდებ, ნუ აქეზებენ ნიკა მელიას და ნუ შეიყვანენ ისეთ ჩიხში, რომელიც პირველ რიგში, მისთვის იქნება ძალიან მძიმე

ოპოზიციონერებს მოვუწოდებ, ნუ აქეზებენ ნიკა მელიას და ნუ შეიყვანენ ისეთ ჩიხში, რომელიც პირველ რიგში, მისთვის იქნება ძალიან მძიმე, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მან ნიკა მელიას მოუწოდა, არ შეეშინდეს სასამართლოში მისვლის და დაემორჩილოს სასამართლოს გადაწყვეტილებას. სუბარის თქმით, კანონს წინ ვერავინ დაუდგება. „რამდენადაც მოვისმინე, 16:00 საათზე არის პროცესი ჩანიშნული. კანონთან წინააღმდეგობას აზრი არ აქვს, მგონი ამაზე ყველანი ვთანხმდებით, ნიკა მელიას მოვუწოდებ დაემორჩილოს კანონს, ოპოზიციონერებს მოვუწოდებ, ნუ აქეზებენ ნიკა მელიას და ნუ შეიყვანენ ისეთ ჩიხში, რომელიც პირველ რიგში ნიკა მელიასთვის იქნება ძალიან მძიმე. ნიკა მელიას რა შემიძლია ვუთხრა – ნუ ეშინია, მივიდეს სასამართლოზე და გადაწყვეტილება რაც იქნება იმას დაემორჩილოს,”- განაცხადა სუბარმა. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი დღეს, 16:00 საათზე ჩაინიშნა. სასამართლო ნიკა მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების – გირაოს გადასინჯვაზე იმსჯელებს. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით გუშინ მიმართა....
წყარო

Elena

თბილისი
  • 11 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 1 დღის წინ

Anastasia

თბილისი
  • 4 თვის წინ

Marimxiar

თბილისი
  • 5 თვის წინ

Rita

თბილისი
  • 8 საათის წინ

Saly

თბილისი
  • 5 თვის წინ

Олеся

თბილისი
  • 2 დღის წინ

Alena

თბილისი
  • 1 დღის წინ

Veronika

თბილისი
  • 1 დღის წინ

Яна

თბილისი
  • 4 დღის წინ

Nata

თბილისი
  • 5 თვის წინ

Qrtusa

თბილისი
  • 5 თვის წინ