პურის მწარმოებლები სახელმწიფო სუბსიდირების მიღმა - გაიზრდება თუ არა პურის ფასი

ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის სამეგრელოს რეგიონში, პურპროდუქტების მწარმოებელთა ნაწილი, ელექტროენერგიის სუბსიდირების პროგრამის მიღმა დარჩა. ისინი ხელისუფლებას არასწორ კომუნიკაციაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ თავის დროზე სწორედ ამ მიზეზით ვერ მიიღეს ინფორმაცია, თუ რას გეგმავდა მთავრობა შუქზე გაზრდილი ტარიფის ფონზე, მათ მხარდასაჭერად. მეწარმეები რეგისტრაციის მიღმა.. და სუბსიდირების მოლოდინში რეგისტრაცია იანვარში ისე დასრულდა, რომ ამის შესახებ მეწარმეების დიდმა ნაწილმა დაგვიანებით შეიტყო. დღესაც ბევრი უპასუხო კითხვა აქვთ. ერთადერთი, რაც ზუსტად იციან ის არის, რომ თუ პროგრამაში მოსახვედრად ვადები არ გახანგრძლივდება, პურის წონის შემცირება, ან ფასის მომატება მოუწევთ. ერთ-ერთი, ვინც ვერ მოახერხდა დარეგისტრირება ეკონომიკის სამინისტროს მიერ შექმნილ პორტალზე და სუბსიდირების მიღმა დარჩა, ზუგდიდში მოქმედი საწარმოს, შპს "ნაროს" ხელმძღვანელი დავით ნაროუშვილია. ის "ლაივპრესს" უყვება, რომ მსგავს ვითარებაში აღმოჩნდა სამეგრელოს მასშტაბით, პურპროდუქტების მწარმოებელთა უმრავლესობაც. მათ არაფერი იცოდნენ ამ პროგრამის შესახებ და სიახლის შესახებ მხოლოდ შემთხვევით გაიგო. ქვითარიც გაძვირებული ტარიფით მიუვიდა. ამბობს, რომ ჯერჯერობით ეს ყველაფერი პურის ფასსა და ხარისხზე არ ასახულა, თუმცა მოგვიანებით რა და როგორ შეიცვლება, არ იცის. დღეს ხარჯიც მეტი აქვს. რეგისტრაციის ვადა 27 იანვარს ამოიწურა. დავით ნაროუშვილის დაუზუსტებელი ინფორმაციით, ეს ვადა 27 თებერვლამდე გაგრძელდება, სუბსიდირება კი ერთი წლის მანძილზე უნდა შეეხოთ. რეგისტრაციის მიღმა დარჩა შპს "ლეკოც". პურსაცხობის მეპატრონე ლევან ბეჭვაიას თქმით, ინფორმაია მათაც გამორჩათ. შესაბამისად, გადასახადიც გაზრდილი ტარიფით მიიღო. "50%-ით მეტი გადასახადი მოგვივიდა წინა თვეებთან შედარებით. 10-15 თეთრამდეა მომატებულია კილოვატ-საათის ღირებულება. ეკონომიკის სამინისტროს მივწერეთ წერილი რამდენიმე დღის წინ და მივიღეთ პასუხი, რომ განიხილება და ალბათ დააკმაყოფილებენ. როგორც საჭირო იყო, ისე არ მოგვაწოდეს ინფორმაცია. ბევრ პურსაცხობს გამორჩა, მაგრამ მოხდა რეაგირება და მოგვარდება პრობლემა", - გვითხრა ლევან ბეჭვაიამ. მისივე თქმით, რეგისტრაციის განახლებას ელოდებიან, თუმცა ეს როდის მოხდება, ჯერ არ იცის. მართალია, ეკონომიკის სამინისტროს მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე აბაშის მცხოვრები, პურსაცხობის მეპატრონე, ინდმეწარმე ზეზვა მაკალათია დარეგისტრირდა და განაცხადი შეავსო, თუმცა შუქის გადასახადზე სუბსიდირება ჯერ არ შეხებია. ამბობს, რომ ინფორმაცია, თუ რას გეგმავდა სახელმწიფო, ჰქონდა და შესაბამისადაც იმოქმედა. რატომ მოუვიდა ქვითარი გაზრდილი ტარიფით, ან როდიდან ისარგებლებს შეღავათით, ჯერ არ იცის. თუკი პროგრამაში ვერ მოხვდება, აცხადებს, რომ ეს აუცილებლად აისახება პური...
წყარო

Nuca

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lusi

თბილისი
  • 12 დღის წინ

Dina

თბილისი
  • 3 საათის წინ

Dako

თბილისი
  • 5 თვის წინ

Monika

თბილისი
  • 6 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 5 თვის წინ

Luba

თბილისი
  • 3 საათის წინ

Viktoria

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nitaa

თბილისი
  • 22 დღის წინ

Lile

თბილისი
  • 6 თვის წინ

Salo

თბილისი
  • 11 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 5 თვის წინ