ვანო მაჭავარიანი: ნიკა მელიას დაჭერით „ქართული ოცნება“ დიდ შეცდომას უშვებს

„დიდ შეცდომას უშვებს „ქართული ოცნება“. ნიკა მელიას რაზე იჭერს? პირიქით, შენ თუ ასეთი ძლიერი პოლიტიკური ძალა ხარ, დაანებე ამ ნიკა მელიას თავი“, - განაცხადა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ, ვანო მაჭავარიანმა. „ნიკა მელია არსად არ გარბის. ხო დაინახა ეს ყველამ. რისთვის იჭერენ ამ ადამიანს, რას აპირებს ეს ნიკა მელია. რომელი კონსპირატორია და მიწისქვეშეთში არის თუ ალ-ყაიდას ხელმძღვანელია თუ რა არის. მთავარი ოპოზიციური ძალის თავმჯდომარედ იქნა არჩეული. რო დაიჭერ მთავარი ოპოზიციური ძალის თავმჯდომარეს და ციხეში ჩასვამ დაუსაბუთებელი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობით, აქ, რა თქმა უნდა, იქნება სერიოზული პრობლემა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ“, - აღნიშნა ვანო მაჭავარიანმა „დილის საუბრებში“. მისი შეფასებით, ნებისმიერი არასწორი ნაბიჯი, რომელსაც „ქართული ოცნება“ გადადგამს, მათ შორის სერიოზულად იქნება აღქმული ევროპის სახალხო პარტიის მიერ: „ეს ჩვენ დავინახეთ სააკაშვილის შემთხვევაში, იმიტომ რომ სააკაშვილი დღემდე ვერ „დაიჭირეს“ და იქნება უზარმაზარი პრობლემა ევროკავშირის მიმართულებით, იმიტომ, რომ ევროპის სახალხო პარტიას აქვს ყველაზე დიდი ფრაქცია ევროპარლამენტში. იმის მაგივრად, რომ იგი მოლაპარაკების ხელშემწყობი გახდეს „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის, იქნება ინიციატორი „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ სანქციების შემოღების და თავის სახელს დაარქმევს, რასაც ჰქვია ავტორიტარიზმის განვითარება, საქართველოში რუსული ტიპის მმართველობა“, - აღნიშნა ვანო მაჭავარიანმა „დილის საუბრებში“. გადაცემაში მან ისაუბრა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის გაღრმავების პრობლემაზე და განაცხადა, რომ პოლიტიკაში გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს. კონკრეტულ შემთხვევაში კი ყურადღება გაამახვილა კრიზისის განმუხტვის შესაძლებლობაზე ევროპარლამენტარების მედიაციით. „გამოსავალი არის ის, რომ თუ ორივე მხარე, ოპოზიცია-პოზიცია, ვერ თანხმდება ერთმანეთთან და, როგორც ჩანს, ეს ელჩების ფორმატი არ არის საკმარისი, მათ არა აქვთ პოლიტიკური წონა საკმარისი, რომ მიაღწიონ ამას, „ქართული ოცნება“ არის „სოციალ-დემოკრატების“ ოჯახის წევრი, ევროპარლამენტშია წარმოდგენილი, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ და სხვები არიან „ევროპის სახალხო პარტიაში“, უზარმაზარი რესურსია. სერბიის მაგალითი იძლევა შესაძლებლობას, რომ სწორედ ევროპარლამენტარების ჩართულობით ადამიანები, რომლებიც საქართველოზე მუშაობენ, არა ფასილიტაციით, არამედ მედიაციით შეთანხმდნენ კონკრეტულ გამოსავალზე და ამის მეშვეობით, სწორედ ამ შუამავლის მეშვეობით იპოვონ გამოსავალი, რომელიც იქნება კომპრომისული ორივე მხრიდან“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა „დილის საუბრებში“. ...
წყარო

Inga

თბილისი
  • 4 თვის წინ

Nini

ბათუმი
  • 11 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 6 თვის წინ

Salo

თბილისი
  • 11 თვის წინ

Rita

თბილისი
  • 13 საათის წინ

Mila

თბილისი
  • 11 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 12 საათის წინ

Nina

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lola

თბილისი
  • 18 საათის წინ

Nina transi

თბილისი
  • 9 თვის წინ

Elisa

თბილისი
  • 7 თვის წინ

Anastasia

თბილისი
  • 4 თვის წინ