"ბირჟა მაფიას" საქმეზე უკანონო დაკავების გამო პროკურატურას 37 ათასის გადახდა დაეკისრა - GDI

თბილისის საქალაქო სასამართლომ გენერალურ პროკურატურას "ბირჟა მაფიას" ერთ-ერთი წევრის უკანონო დაკავებისთვის, პატიმრობისთვის და სისხლისსამართლებრივი დევნის გამო მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება დაავალა. პროკურატურას გიორგი ქებურიასთვის 36 815 ლარის გადახდა მოუწევს. აქედან მორალური ზიანისთვის 10 ათასი ლარი. ქებურიას ინტერესებს "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" იცავდა და ამ საქმეზე ინფორმაციას ეს ორგანიზაცია ავრცელებს, თბილისის საქალაქო სასამართლოში კი ადასტურებენ. "საქმის კონტექსტის, წარდგენილი ბრალდების სიმძიმისა და იმ უარყოფითი გავლენის გათვალისწინებით, რომელიც გიორგი ქებურიას უკანონო დაკავებით, პატიმრობითა და მის წინააღმდეგ წარმოებულ უკანონო სისხლისსამართლებრივ დევნით მიადგა, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაითვალისწინა მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია და როგორც მორალური, ასევე მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა", - ვკითხულობთ "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" განცხადებაში. "ბირჟა მაფიას" წევრები 2017 წლის 7 ივნისს ნარკოტიკული დანაშაულის ბრალდებით დააკავეს. ამ საქმეზე სასამართლომ გიორგი ქებურიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, რაც სააპელაციო სასამართლომ 20 000 ლარიანი გირაოთი შეცვალა. "საგულისხმოა, რომ გიორგი ქებურიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა 2017 წლის 15 დეკემბერს პროკურორის დადგენილების საფუძველზე შეწყდა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ გიორგი ქებურიას ქმედებაში ბრალდების სახით წარდგენილი დანაშაულის სისხლის სამართლის კანონით გათვალისიწინებული ნიშნები არ არსებობდა. პროკურატურის ამ დადგენილებას წინ უსწრებდა იმდროინდელი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირთა, მათ შორის, მინისტრების განცხადებები, რომლებიც „ბირჟა მაფიას“ შემოქმედებას სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად აფასებდნენ", - აღნიშნულია განცხადებაში. დაკავების პერიოდში Young Mic და Kay-G (გიორგი ქებურია და მიშკა მგალობლიშვილი) მათ დაპატიმრებას იმ დროისთვის დამზადებულ ახალ კლიპს უკავშირებდნენ და შურისძიებას უწოდებდნენ. ვიდეოკლიპის ერთ ნაწილში პოლიციელი ძაღლს განასახიერებდა და ყელსაბამი ეკეთა. რეპერების დაკავების გამო არაერთი აქცია გაიმართა. აქციებს "მეტი რაღა უნდა მოხდეს" ერქვა და მოქალაქეები ნარკოტიკული საშუალებების "ჩადების პრაქტიკას" და გამოხატვის თავისუფლების გამო რეპერების დასჯას აპროტესტებდნენ. ...
წყარო

mari mari

თბილისი
  • 4 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 6 თვის წინ

Ninaka

თბილისი
  • 7 თვის წინ

Tika

თბილისი
  • 11 თვის წინ

Saly

თბილისი
  • 6 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 5 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 11 თვის წინ

Nuca

თბილისი
  • 8 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 4 დღის წინ

Oksana

თბილისი
  • 7 საათის წინ

Vika

თბილისი
  • 4 თვის წინ

Salo

თბილისი
  • 11 თვის წინ