რადიკალური ოპოზიციის პიარული პროექტი სახელწოდებით – “გაყალბებული არჩევნები“, ჩავარდა

რადიკალური ოპოზიციის პიარული პროექტი სახელწოდებით – “გაყალბებული არჩევნები“, ჩავარდა, – აღნიშნული განცხადება ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა. მდინარაძის თქმით, ამას მოწმობს ბოლო დღეების განმავლობაში “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შეცვლილი მესიჯ-ბოქსი. როგორც მდინარაძე აცხადებს, ისინი ახლა სხვა მესიჯებზე გადავიდნენ და ცდილობენ, საზოგადოების აღშფოთების სხვა ე.წ. ნარატივით გამოწვევას. “ჩვენ ამ თემას სულ ბოლომდე ჩავყვებით, რომ სადმე, რაიმე გაყალბდა, იყო თუ არა ვინმეს სასარგებლოდ სერიოზული გადახრა, იყო თუ არა სერიოზული დარღვევა და ხარვეზები, რასაც არჩევნების შედეგებზე შეიძლება გავლენა მოეხდინა. ამას ბოლომდე ჩავყვებით, რადგან ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გვაქვს სუბიექტური ინტერესი, ვამხილოთ, რომ ეს იყო პიარული და ამავდროულად, თავხედური პროექტი. ჩვენი ლეგიტიმურად სუბიექტური ინტერესის გარდა, არსებობს სახელმწიფოებრივი ინტერესი, რომ გარკვეული ხარვეზები, რომლის გარეშეც მსოფლიოში არც ერთი არჩევნები არ არსებობს, გამოვლინდეს, რათა შემდგომი პრაქტიკა დაიხვეწოს და ხარვეზების აღმოფხვრაზე კიდევ უფრო კვალიფიციური მიდგომა გამოვიჩინოთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ. პარლამენტი უმრავლესობის მიერ ინიცირებულ დადგენილების პროექტს იხილავს, რომელიც 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს....
წყარო

Ekuna

თბილისი
  • 6 თვის წინ

Anastasia

თბილისი
  • 4 თვის წინ

Salo

თბილისი
  • 11 თვის წინ
  • NEW

Ella

თბილისი
  • 1 დღის წინ

Qrtusa

თბილისი
  • 6 თვის წინ

Alena

თბილისი
  • 1 დღის წინ

ната nuru массаж

თბილისი
  • 12 საათის წინ

Nata

თბილისი
  • 9 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 8 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 1 დღის წინ

Elenica

თბილისი
  • 11 თვის წინ

Анжелина

თბილისი
  • 9 თვის წინ