ნიკა მელიას სასამართლო 16:00 საათზე გაიმართება

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს, 16:00 საათზე იმსჯელებს. წინასწარი ინფორმაციით, პროკურატურა პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ასევე ნახეთ პროკურატურამ ნიკა მელიას დაპატიმრების შუამდგომლობით სასამართლოს ოფიციალურად მიმართა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერით ნიკა მელიას გუშინ, 16 თებერვალს შეუჩერეს პარლამენტის წევრის იმუნიტეტი. ასევე ნახეთ პარლამენტმა ნიკა მელიას იმუნიტეტი მეორედ მოუხსნა ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამეს პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 30 000 ლარი და ელექტრონული მონიტორინგი. 2020 წლის 1 ნოემბერს, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ საჯაროდ მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური. ამის შემდეგ, პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდის შუამდგომლობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე შეფარდებული გირაო გაიზარდა 40 000 ლარით და გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა. მელიას, ასევე, აეკრძალა ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა. ნიკა მელია საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრია. მიუხედავად იმისა, რომ მას ოპოზიციიდან არჩეულ კიდევ 50 დეპუტატთან ერთად პარლამენტისთვის ოფიციალურად აქვს მიმართული უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით, 2 თებერვალს პარლამენტმა ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2021 წლის 5 თებერვალს განაცხადა, რომ ბრალდებულ ნიკა მელიას, რომელმაც გირაოს თანხა, 40 000 ლარი არ გადაიხადა სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში, 2020 წლის 24 დეკემბრამდე, დამატებით ერთ კვირას აძლევს მის გადასახდელად. მელიამ იმავე დღეს თქვა, რომ გირაოს არ გადაიხდის და ვერც დააკავებენ. ერთკვირიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, 12 თებერვალს გენერალურმა პროკურორმა პარლამენტს მიმართა თანხმობისთვის, რათა პროკურატურამ სასამართლოსგან ეთხოვა ნიკა მელიას მიმართ გირაოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - პატიმრობით შეცვლა. კიდევ ერთ, „ქართუ ბანკთან" დაკავშირებულ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ მელიას მე-9 მოწვევის პარლამენტში დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტეს. საქმე ეხება „ქართუს“ გაკოტრების მცდელობას. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღსრულების ეროვნული ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი ნიკა მელია ...
წყარო

Inesa

თბილისი
  • 1 დღის წინ

ნინი

თბილისი
  • 4 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 6 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 6 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 5 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 6 თვის წინ

Ekuna

თბილისი
  • 6 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 9 თვის წინ

ვერონიკა

თბილისი
  • 7 თვის წინ

Tika

თბილისი
  • 11 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 11 საათის წინ