გეგმებზე აწი, ჰკითხეთ გახარიას… ჩვენი გეგმაა, თუ თოვლი არ დადნა მანამდე, იქნება გუნდაობა

“ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ამ წუთებში პარტიის წევრების გარდა სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებიც იმყოფებიან. “ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” გენერალური მდივანი გიგი უგულავა მიიჩნევს, რომ როდესაც სახელმწიფო უწყებები ერთ ადამიანს ემორჩილებიან და არა კანონს, ის ვალდებულია საკუთარი მეგობრები დაიცვას. “როდესაც სახელმწიფო კონსტრუქციული წესიდან გადის, როდესაც სახელმწიფო უწყებები ერთ ადამიანს ემორჩილებიან, მის ხუშტურს და არა კანონს, მე, როგორც მოქალაქე, ვალდებული ვარ დავიცვა ჩემი თავი, ჩემი ოჯახი, ჩემი მეგობრები და ვისაც ჯანსაღი აზრი ჯერ კიდევ შერჩენია თავში, ის გაიზიარებს. დანარჩენი, ვიმეორებ, გეგმებზე აწი ჰკითხეთ გახარიას. ჩვენი შუალედური გეგმაა, თუ თოვლი არ დადნა, მანამდე იქნება გუნდაობა,” – განაცხადა გიგი უგულავამ. პარტია “სტრატეგია აღმაშენებელის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდაზე და შეთანხმდნენ. “ცალკე აღებული არც ერთი პარტია ამისგან დაცული არ არის, ამიტომ არის, რომ მე დღესაც აგერ ტელევიზიების თანდასწრებით ვეუბნები “ქართულ ოცნებას”, რომ დაჯექით მოლაპარაკების მაგიდაზე, შევთანხმდეთ ხალხო, ერთი ქვეყანა გვაქვს. კი, ჩვენი მოსაზრებები შეიძლება განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან და ფუნდამენტურად განსხვავდება, მაგრამ როცა თქვენ გინდათ, რომ ყველა სახელისუფლებო მექანიზმი გამოიყენოთ თქვენი ოპონენტების დაჩაგვრისთვის და თავზე გადავლისთვის, რა თქმა უნდა, აქ ყველანი ვიქნებით ერთიანები, თორემ “ნაციონალურ მოძრაობასთან” ბევრი მაქვს განსხვავება, საერთოც მაქვს, მაგრამ განსხვავება შეიძლება მეტი,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ. პოლიტიკური მოძრაობა “ტრიბუნას” თავმჯდომარე დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ ყველანაირი გადაწყვეტილებისთვის მზად არიან და უსამართლობას ბოლომდე შეეწინააღმდეგებიან. “რეალურად ყველამ ვიცით, რომ საკმაოდ სერიოზული პრობლემაა ქვეყანაში. ეს ის პროტესტია, რომელსაც ხალხი უერთდება იმიტომ, რომ აქ არ არის საკითხი პოლიტიკურ შეხედულებებზე, აქ არის ქვეყნის ღირსება,” – აცხადებს დავით ჭიჭინაძე....
წყარო

Kristi

თბილისი
  • 6 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 8 თვის წინ

Sofia27

თბილისი
  • 8 თვის წინ

ნინი

თბილისი
  • 4 თვის წინ

Lusi

თბილისი
  • 8 დღის წინ

Tatuli

თბილისი
  • 6 თვის წინ

Diko

თბილისი
  • 4 დღის წინ

Катя

თბილისი
  • 8 თვის წინ

Marimxiar

თბილისი
  • 4 თვის წინ

Анжелина

თბილისი
  • 8 თვის წინ

Kristina

თბილისი
  • 10 საათის წინ

Babi

თბილისი
  • 7 თვის წინ