უკვირთ, რატომ არ მარცხდება მიშაო, მიშას თამაშს თამაშობთ და როგორ უნდა დამარცხდეს

პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ქართული პარლამენტარიზმის განადგურებას “ქართული ოცნება” ნიკა მელიას უთმობს, ამით კი მმართველი გუნდი მიშას თამაშს თამაშობს. “ქართულ პარლამენტარიზმს ახლა “ქართული ოცნება” ანადგურებს და ამ უპირატესობას ახლა ნიკა მელიას აძლევენ. მერე უკვირთ, რატომ არ მარცხდება მიშაო. მიშას თამაშს თამაშობთ და როგორ უნდა დამარცხდეს. ეს თამაში მიშას მხრიდან მოფიქრებული საკმაოდ გონივრული თამაშია და თან სიშტერეზეა გათვლილი. ჩვენ კი, ჩვეულებრივი ადამიანები, ამ სიგიჟეში ვიჭყლიტებით. ერთადერთი გზა, რაც დაგვრჩენია არის, რომ ავუხსნათ “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩეველს, თავი დაანებონ ამ ადამიანებზე ხმის მიცემას, ხომ ხედავენ რა დღეშიც არიან. მათ ჩხუბი და ერთმანეთის ციხეში ჩასმა უნდათ. მერე, ვინც მოერევა, ჩვენი ქვეყანა 4 წელი უნდა იყოს რინგი, სადაც ესენი ჩხუბობენ და ხან ერთი ერევა, ხან მეორე, ძირითადად კი, “ქართული ოცნება”. შეკითხვაზე, თუ რატომ არ მივიდა “გირჩი”, “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ნიკა მელიას დასაცავად, სადაც ამ წუთებში ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები სწორედ ამ მიზნით იმყოფებიან, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ ნიკა მელია მას მეგობრად არ თვლის და ჰქონია, რომ “გირჩის” წევრები მისი მტრები არიან. “ნიკა მელია ფიქრობს, რომ ჩვენ მას არ ვეხმარებით და მის მიმართ მტრულ განწყობაში ვართ. ასეთ დროს მიხვიდე ამ ადამიანის დასაცავად და გვერდში დასადგომად, სერიოზული არ გამოდის. კონცერტს ხომ არ დავდგამთ. შეუძლებელია ისინი ვერ ხვდებოდნენ, რომ მე რასაც ვაკეთებ ეს ყველაზე სწორი და კარგი დაცვაა მისი,”- აცხადებს იაგო ხვიჩია. ნიკა მელიას სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში უკვე დაიწყო. ყველა მხარე მოსამართლის გადაწყვეტილებას ელოდება. თუ პროკურატურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდება, ნიკა მელიას დააპატიმრებენ, თუმცა ამ პროცესისათვის წინააღმდეგობის გაწევას აპირებს ოპოზიცია, პარტიების ლიდერები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში იმყოფებიან და აცხადებენ, რომ ნიკა მელიას დაპატიმრების საშუალებას არავის მისცემენ....
წყარო

Zarra

თბილისი
  • 5 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 4 თვის წინ

Sofia27

თბილისი
  • 8 თვის წინ

ნინი

თბილისი
  • 4 თვის წინ

молодая

თბილისი
  • 9 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 9 თვის წინ

Marikuna

თბილისი
  • 11 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 5 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 4 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 8 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 4 თვის წინ

Lizi

თბილისი
  • 16 საათის წინ