ბაიდენი აცხადებს, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას ყველა ამერიკელი ივლისის ბოლომდე მიიღებს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ივლისის ბოლომდე ყველა ამერიკელს მიეცემა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების საშუალება. ბაიდენი უწინ ამბობდა, რომ ვაქცინები შესაძლოა გაზაფხულისთვის გამხდარიყო ხელმისაწვდომი, მაგრამ თეთრ სახლს ახლახან ვადების გადაწევა მოუწია, ვაქცინების რაოდენობასა და დისტრიბუციასთან დაკავშირებით შექმნილი სირთულეების გამო. ბაიდენმა ასევე თქვა, რომ სურს სკოლები მალე გაიხსნას და მხარს უჭერს ვაქცინაციას მასწავლებლებისთვის. აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანას ჯერ კიდევ დიდი დრო აქვს "ჯოგური იმუნიტეტის" მიღწევამდე და ცხოვრების მეტ-ნაკლებად ნორმალურ ფორმასთან დაბრუნებამდე. მოქალაქეებთან შეხვედრაზე ბაიდენმა ჩინეთში ადამიანის უფლებების დარღვევაზეც ისაუბრა, შეეხო სინიანში მუსლიმებზე ზეწოლის გარემოებას და თქვა, რომ ამას შედეგები მოჰყვება ჩინეთისთვის. ჩინეთის მიმართ საერთაშორისო კრიტიკა ისმის ძირითადად მუსლიმი უიღურების და სხვა უმცირესობების ბანაკებში განთავსებისთვის. ბაიდენის თქმით, ჩინეთი ძალიან ცდილობს, მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი გახდეს, და საამისოდ მან სხვა ქვეყნების ნდობა უნდა დაიმსახუროს. აშშ-ის პრეზიდენტის შეფასებით, სანამ ჩინეთი დგამს ნაბიჯებს, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის საბაზისო უფლებებთან, მას გაუჭირდება გლობალურ ლიდერად გადაქცევა. ...
წყარო

Ирина

თბილისი
  • 3 დღის წინ

Elenica

თბილისი
  • 11 თვის წინ

Nini

თბილისი
  • 9 თვის წინ

Alena

თბილისი
  • 2 დღის წინ

Tako

თბილისი
  • 5 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 2 დღის წინ

mari mari

თბილისი
  • 4 თვის წინ

Tatiana

თბილისი
  • 9 თვის წინ

Tata

ბათუმი
  • 5 თვის წინ

Oksana

თბილისი
  • 11 საათის წინ

Tatuli

თბილისი
  • 6 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 4 დღის წინ