მთიანი ყარაბაღი გეგმავს რუსულს ოფიციალური ენის სტატუსი მიანიჭოს

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ეროვნულმა კრებამ შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც რუსულს, სომხურთან ერთად, ოფიციალური ენის სტატუსს ანიჭებს. დოკუმენტი, რომელსაც სეპარატისტული ხელისუფლების პრეზიდენტი, არაიკ არუთუნიანი აწერს ხელს, პარლამენტის საიტზე გამოქვეყნდა. დოკუმენტის თანახმად, საქმეთა წარმოება მთიან ყარაბაღში განხორციელდება სომხურ ენაზე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში - რუსულზეც. წახალისებული იქნება ბეჭდური გამოცემების, სახელმძღვანელოების, ცნობარების, სამეცნიერო-მეთოდოლოგიური და სამეცნიერო-პოპულარული გამოცემების ორ ენაზე დაბეჭდვა. კანონპროექტის ავტორები მეორე ოფიციალური ენის შემოტანას ხსნიან აუცილებლობით, შეიქმნას დღის წესრიგი, რომელიც ასახავს "კულტურულ, სამხედრო, ეკონომიკურ კავშირებს" მთიან ყარაბაღსა და რუსეთს შორის, ისტორიულ მეხსიერებას და იმ გარემოებას, რომ მთიანი ყარაბაღის ბევრი მცხოვრებლისთვის რუსული მეორე ენაა. დოკუმენტში აღნიშნულია ისიც, რომ რუსული ენის როლის გადასინჯვას მოითხოვს მთიან ყარაბაღში რუსი მშვიდობისდამცველების გრძელვადიანი ყოფნა, სოციალური და კომუნიკაციის პრობლემების ერთობლივი გადაჭრის აუცილებლობა და თანამშრომლობა მშენებლობის, ჯანდაცვის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში. გასული წლის სექტემბრის ბოლოს მთიან ყარაბაღში განახლდა საბრძოლო მოქმედებები, რომლებიც თვე-ნახევარი გაგრძელდა. მოსკოვის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში 10 ნოემბერს შევიდა. ამ შეთანხმებით, მთიანი ყარაბაღის ნაწილი და მის გარშემო შვიდი რაიონი აზერბაიჯანის ადმინისტრაციას დაუბრუნდა, სომეხთა მიერ თითქმის 30 წლის განმავლობაში კონტროლის შემდეგ. მთიანი ყარაბაღი საერთაშორისოდ აღიარებულია აზერბაიჯანის ნაწილად, თუმცა ეთნიკური სომხები, რომლებიც მოსახლეობის უდიდეს ნაწილს წარმოადგენენ, უარყოფენ აზერბაიჯანის მმართველობას. ისინი საკუთარ საქმეებს თავად მართავდნენ, სომხეთის დახმარებით, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის სამხედროები და აზერბაიჯანელი სამოქალაქო პირები რეგიონიდან და მის გარშემო შვიდი რაიონიდან განდევნეს ომის შედეგად, რომელიც 1994 წელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დასრულდა. ...
წყარო

Kesi mulatka

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 6 თვის წინ

Олеся

თბილისი
  • 3 დღის წინ

Lela-(t r a n s i)

თბილისი
  • 13 დღის წინ

Нора

თელავი
  • 5 თვის წინ

Яна

თბილისი
  • 4 დღის წინ

Elisa

თბილისი
  • 6 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 7 თვის წინ

Tata

თბილისი
  • 6 თვის წინ

Anuki

თბილისი
  • 6 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 4 თვის წინ

Kristina

თბილისი
  • 1 დღის წინ