პარლამენტმა მხარი დაუჭირა 31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნას

საქართველოს პარლამენტმა 78 ხმით მიიღო დადგენილება 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ. საპარლამენტო კომისიის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრა 3 თვით. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის მიერ მომზადებული დადგენილების განმარტებითი ბარათის თანახმად, „იმისათვის, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მიმართ ყველა დასაბუთებულ თუ დაუსაბუთებელ კრიტიკას, შენიშვნას, ბრალდებას თუ მოსაზრებას გაეცეს პასუხი, გამოძიებული იქნეს თითოეული ის საკითხი, რომელიც ოპოზიციური პარტიების მიერ ისმება, ასევე შესრულდეს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მოწოდებები საკითხების საპარლამენტო ფორმატში შესწავლის შესახებ, აუცილებელია, რომ საქართველოს პარლამენტმა შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია. კომისია იმუშავებს გამჭვირვალედ, საქმიანობაში ჩართავს ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს და შედეგებს წარუდგენს საქართველოს მოსახლეობას“. ამავე დოკუმენტით, დროებითი საგამოძიებო კომისია „სიღრმისეულად შეისწავლის 2020 წლის პარლამენტის არჩევნებს და საბოლოოდ გასცემს პასუხს, არსებობდა თუ არა ისეთი დარღვევები, რომლებმაც მოახდინეს ამომრჩეველთა ნების გამოხატვასა და არჩევნების საბოლოო შედეგებზე მნიშვნელოვანი გავლენა“. პარლამენტის რეგლამენტით, „დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციებში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა და უფრაქციო პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად. ამასთანავე, დროებით საგამოძიებო კომისიაში ფრაქციები წარმოდგენილი უნდა იყვნენ თითო წევრით მაინც და დროებით საგამოძიებო კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენლობა არ უნდა იყოს კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები“. რეგლამენტიდან გამომდინარე, პარლამენტის ჯერჯერობით ერთადერთი ფრაქციის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ პარლამენტის ოპოზიციონერ წევრებზეა დამოკიდებული, რა რაოდენობითა და შემადგენლობით დაკომპლექტდება საგამოძიებო კომისია. მდინარაძის ინფორმაციით, ამ თემაზე კონსულტაციები ჯერ არ გამართულა. 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ოფიციალური შედეგებით, პარლამენტის 150 მანდატიდან 90 მოიპოვა "ქართულმა ოცნებამ" და 60 საერთო ჯამში, 8 ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა: "ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია", "სტრატეგია აღმაშენებელი", "ევროპული საქართველო", "ლელო", "გირჩი", "მოქალაქეები", "პატრიოტთა ალიანსი", "ლეიბორისტული პარტია". მათ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადეს, პარლამენტში საქმიანობაზე უარი თქვეს და მოითხოვენ ცესკოს თავმჯდომარის შეცვლას...
წყარო

Monika

თბილისი
  • 6 თვის წინ

Rita

თბილისი
  • 11 საათის წინ

Lela-(t r a n s i)

თბილისი
  • 16 დღის წინ

Kristi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 1 დღის წინ

Яна

თბილისი
  • 2 დღის წინ

Nia

თბილისი
  • 4 თვის წინ

♥eleniko♥

თბილისი
  • 11 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 20 საათის წინ

Salo

თბილისი
  • 11 თვის წინ

Sofia27

თბილისი
  • 8 თვის წინ

Qrtusa

თბილისი
  • 5 თვის წინ