ნიკა მელიას საქმის პროკურორი აცხადებს, რომ აქვს მოლოდინი, რომ სასამართლო ბრალდების პოზიციას გაითვალისწინებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმის პროკურორი მიხეილ სადრაძე აცხადებს, რომ ბრალდების მხარეს აქვს გონივრული მოლოდინი იმისა, რომ სასამართლო გაიზიარებს მის პოზიციას და დააკმაყოფილებს მოთხოვნას ნიკა მელიასათვის პატიმრობის შეფარდების თაობაზე. ჟურნალისტებისათვის მიცემულ კომენტარში მიხეილ სადრაძემ იმ არგუმენტაციაზე ისაუბრა, რაც ბრალდების მხარეს უჩენს მოლოდინს, რომ მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდება: „ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედებები ძალიან დიდ კონფლიქტში მოდის კანონის დანაწესებთან, მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების, გირაოს არგადახდა ასევე გირაოს პირობების შეუსრულებლობა, ტირაჟირება იმისა, რომ ის არ შეასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებებს და არ დაემორჩილება კანონის მოთხოვნას, არის ფაქტობრივი მოცემულობა, რაც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, და სამართლებრივად არ არსებობს სხვა ალტერნატივა სისხლისსამართლებრივ სივრცეში, გარდა იმისა, რომ გამოყენებული იქნას პატიმრობა. იმისათვის, რომ სისხლისსამართლებრივ სივრცეში უზრუნველყოფილი იქნას ბრალდებულის სათანადო ქცევა, მისი გამოცხადება და ასევე ხელი არ შეეშალოს მართლმსაჯულების პროცესს და მის ჯეროვნად განხორციელებას“, - უთხრა ჟურნალისტებს მიხეილ სადრაძემ. მისი თქმით, ბრალდების მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, კანონი გადაწყვეტილების აღსრულებასაც უზრუნველყოფს. „აღსრულების მექანიზმთან დაკავშირებით არის ძალიან მარტივი მოცემულობა. არსებობს შესაბამისი სამსახურები, რომლებსაც დაევალებათ ამ გადაწყვეტილების შესრულება“, - განაცხადა მიხეილ სადრაძემ. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს, 16:00 საათზე იმსჯელებს. „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერით ნიკა მელიას გუშინ, 16 თებერვალს შეუჩერეს პარლამენტის წევრის იმუნიტეტი. ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამეს პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 30 000 ლარი და ელექტრონული მონიტორინგი. 2020 წლის 1 ნოემბერს, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ საჯაროდ მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური. ამის შემდეგ, პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდის შუამდგომლობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე შეფარდებული გირაო გაიზარდა 40 000 ლარით და გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა. მელიას, ასევე, აეკრძალა ბრალდების მხარის წინასწარი ინფ...
წყარო

Qrtusa

თბილისი
  • 5 თვის წინ

Tatiana

თბილისი
  • 9 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 2 დღის წინ

Lilu

თბილისი
  • 4 თვის წინ

Анжелина

თბილისი
  • 8 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 8 თვის წინ

Zarra

თბილისი
  • 5 თვის წინ

Tika

თბილისი
  • 11 თვის წინ

Teona

თბილისი
  • 4 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Nini

თბილისი
  • 8 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 4 თვის წინ