ბელარუსის უზენაეს სასამართლოში ვიქტარ ბაბარიკას სასამართლო პროცესი დაიწყო

ბელარუსის უზენაეს სასამართლოში დაიწყო Belgazprombank-ის ყოფილი ხელმძღვანელის, ვიქტარ ბაბარიკას სასამართლო პროცესი. ბაბარიკამ შარშან დაპატიმრების გამო ვერ მოახერხა პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირება და არჩევნებში მონაწილეობა. ბაბარიკასთან ერთად კიდევ ექვს პირს ედება ბრალი ფინანსურ მაქინაციებში. მოსამართლემ თავიდანვე უკუაგდო ექსბანკირის დაცვის რამდენიმე შუამდგომლობა. მათ შორის იყო თხოვნა ვიქტარ ბაბარიკას შინაპატიმრობაში გადაყვანის თაობაზე, ასევე შუამდგომლობა პროცესზე დამოუკიდებელ გამოცემათა ჟურნალისტების დასწრების თხოვნით. ვიქტარ ბაბარიკა თავის ვაჟთან, ედუარდთან ერთად დააპატიმრეს ივნისში, მას მერე, რაც გამოაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებდა. ორივეს ბრალად ედება მექრთამეობა, ფულის გათეთრება და გადასახადებისთვის თავის არიდება. ბაბარიკას დაპატიმრებამდე სამი დღით ადრე ბელარუსის ხელისუფლებამ საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარა Belgazprombank-ი და ათი მაღალი რანგის მენეჯერი დააკავა თაღლითობის ეჭვით. ამ საქმესთან დაკავშირებით დაკავებული ყველა პირი პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს ამ დევნას. ...
წყარო

Kato

თბილისი
  • 11 საათის წინ

Mila

თბილისი
  • 11 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 7 საათის წინ

Elza

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nata

თბილისი
  • 4 თვის წინ

молодая

თბილისი
  • 9 თვის წინ

Diko

თბილისი
  • 10 დღის წინ

Marikuna

თბილისი
  • 11 თვის წინ

Tata

თბილისი
  • 6 თვის წინ

Катя

თბილისი
  • 8 თვის წინ

Luba

თბილისი
  • 4 საათის წინ