ადვოკატი მიიჩნევს, რომ თუ პოლიტიკური დაკვეთა არ შესრულდება, ნიკა მელიას სასამართლომ პატიმრობა არ უნდა შეუფარდოს 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის თქმით, თუ ნიკა მელიას დღევანდელი სასამართლო პროცესი არ გახდება პოლიტიკური დევნის მაგალითი, სასამართლომ არ უნდა დააკმაყოფილოს პროკურატურის შუამდგომლობა მისთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ. ადვოკატის თანახმად, მხოლოდ გირაოს თანხის გადაუხდელობა ვერ გახდება პატიმრობის საფუძველი, თუ სასამართლო არ დაასაბუთებს, რომ ნიკა მელიას მხრიდან არსებობს მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის ან მტკიცებულებების განადგურების საფრთხე: „მიგვაჩნია, რომ პატიმრობაზე საუბარი მაშინ, როდესაც არ არსებობს აღკვეთის ღონისძიების საფუძველი და რისკები - მიმალვის, ასევე ახალი დანაშაულის ჩადენის ან მტკიცებულებათა განადგურების რისკი და ამ ფონზე, თუნდაც ფორმალური, გირაოზე გირაოს თანხის სიმბოლურად არგადახდის შემთხვევაში, სასამართლო მოკლებულია კანონის მიზნებიდან გამომდინარე ნიკა მელიას შეუფარდოს აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრება. ჩვენი არგუმენტი არის ის, რომ ნიკა მელიას დაახლოებით ორი წლის განმავლობაში არც მიმალვა უცდია, არც ახალი დანაშაული ჩაუდენია და არც მტკიცებულების განადგურების შემთხვევა ყოფილა. ამიტომ, თუ სასამართლო სამართლებრივ სივრცეში დარჩება და თუ დღევანდელი სასამართლო პროცესი არ გახდება კიდევ ერთი აშკარა მაგალითი პოლიტიკური დევნის და პოლიტიკური დაკვეთის განხორციელების, სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა არ უნდა დააკმაყოფილოს”, - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა მედიასთან კომენტარში სასამართლოს სხდომის დაწყებამდე. მან გამოთქვა იმედი, რომ სასამართლო მოწოდების სიმაღლეზე იქნება და არ გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომელსაც სამართლებრივი საფუძველი არ ექნება. თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 17 თებერვალს, 16 საათზე დაიწყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი, რომელზეც მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობენ. პროკურატურა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 40 000-ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლას ითხოვს, დაცვის მხარე კი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების მომხრეა. სხდომას თავად ნიკა მელია არ ესწრება. „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერით ნიკა მელიას გუშინ, 16 თებერვალს შეუჩერეს პარლამენტის წევრის იმუნიტეტი. ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამეს პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 30 000 ლარი და ელექტრონული მონიტორინგი. 2020 წლის 1 ნოემბერს, პარლამენტთან საპროტესტო აქცია...
წყარო

Ilona

თბილისი
  • 16 საათის წინ

Lela-(t r a n s i)

თბილისი
  • 20 დღის წინ

Kristi

თბილისი
  • 6 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lala

ქუთაისი
  • 6 წუთის წინ

Nata

თბილისი
  • 4 თვის წინ

Анжелина

თბილისი
  • 8 თვის წინ

mari mari

თბილისი
  • 4 თვის წინ

Marikuna

თბილისი
  • 11 თვის წინ

Marikuna

ბათუმი
  • 9 თვის წინ

Nitaa

თბილისი
  • 24 დღის წინ

Babi

თბილისი
  • 10 დღის წინ