ირაკლი ოქრუაშვილი: კანონმორჩილებას ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ჩვენ ვერ გვასწავლის

„კანონი თქვენთვისაც კანონი უნდა იყოს და ჩემთვისაც კანონი უნდა იყოს“, - განაცხადა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელიც ცოტა ხნის წინ მივიდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში. „ვემზადებით უგუნური გადაწყვეტილებისთვის, იქნება ასეთი უგუნური გადაწყვეტილება? ეს ქვეყანაზე აისახება ძალიან ცუდად და ჩვენ შევხვდებით ადეკვატურად. შარშანწინ, როდესაც მე და გიგი უგულავა საკუთარი ფეხით, ჩვენი ნებით ციხეში თავისუფლად მივედით ასეთ გადაწყვეტილებას აღარ მივიღებთ და ნიკა მელიას ასე თავისუფლად აღარ გავატანთ. რა თქმა უნდა, ფიზიკურად არ გავატანთ. კანონი თქვენთვისაც კანონი უნდა იყოს და ჩემთვისაც კანონი უნდა იყოს, მაგრამ როდესაც გებრძვიან ნაჯახით და შენგან ითხოვენ კანონმორჩილებას გულუბრყვილობით, ასეთ მორჩილებას აღარ ვაპირებთ, თორემ კანონმორჩილებას ივანიშვილი და "ქართული ოცნება" ჩვენ ვერ გვასწავლის“, - უთხრა მან ჟურნალისტებს ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების დამძიმების საკითხზე მიმდინარე სასამართლო პროცესის საკითხის კომენტირებისას. „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არიან შეკრებილი და ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების დამძიმების საკითხზე მიმდინარე სასამართლო პროცესის დასრულებას ელოდებიან. თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 17 თებერვალს, 16 საათზე დაიწყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი, რომელზეც მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობენ. პროკურატურა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 40 000-ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლას ითხოვს, დაცვის მხარე კი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების მომხრეა. სხდომას თავად ნიკა მელია არ ესწრება. „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერით ნიკა მელიას გუშინ, 16 თებერვალს შეუჩერეს პარლამენტის წევრის იმუნიტეტი. ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამეს პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 30 000 ლარი და ელექტრონული მონიტორინგი. 2020 წლის 1 ნოემბერს, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ საჯაროდ მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური. ამის შემდეგ, პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდის შუამდგომლობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე შეფარდებული გირაო გაიზარდა 40 000 ლარით და გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა. მელიას, ასევე, აეკრძალა ბრალდების მხარის წინასწარი ინფორ...
წყარო

Rita

თბილისი
  • 1 დღის წინ

Kato

თბილისი
  • 8 საათის წინ

Kristi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 4 თვის წინ

Яна

თბილისი
  • 8 დღის წინ

Veronika

თბილისი
  • 1 დღის წინ

Alena

თბილისი
  • 1 დღის წინ

Dina

თბილისი
  • 1 დღის წინ

Mila

თბილისი
  • 11 თვის წინ

Нора

თელავი
  • 5 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Dako

თბილისი
  • 5 თვის წინ