ევროსასამართლომ რუსეთს მოსთხოვა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ნავალნი

ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ, პუტინის კრიტიკოს ალექსეი ნავალნის განცხადების საპასუხოდ, რუსეთს მოსთხოვა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი. დოკუმენტის ასლი გამოქვეყნებულია ნავალნის ვებსაიტზე. სასამართლოს რეგლამენტის თანახმად, მას გამონაკლის შემთხვევებში შეუძლია მიიღოს ზომები, რომელთა აღსრულება სავალდებულოა. ეს კეთდება იმ შემთხვევებში, როცა სასამართლო ასკვნის, რომ ზომების მიუღებლობა რეალური საფრთხის წინაშე აყენებს განმცხადებელს. მაგრამ რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ არ გეგმავს ამ მოთხოვნის შესრულებას და რომ ეს „წითელი ხაზის გადალახვა“ და „სუვერენული სახელმწიფოს სასამართლო სისტემაში უხეში ჩარევაა“. თებერვალში მოსკოვის სასამართლომ გადაწყვიტა, ნავალნი თაღლითობის ბრალდებით 2 წლით და 8 თვით გაიგზავნოს კოლონიაში. ეს სასჯელი მას 2014 წელს გამოუტანეს, მაგრამ აქამდე მას პირობითი პატიმრობის სახე ჰქონდა. 2017 წელს ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ე.წ. „ივ როშეს“ საქმით, რისთვისაც გაასამართლეს ოპოზიციონერი, დაირღვა ნავალნის უფლება სამართლიანი სასამართლოს თაობაზე. მას კომპენსაცია გადაუხადეს. მაგრამ რუსეთის უზენაესმა სასამართლომ განაჩენი კანონიერად მიიჩნია და უარი თქვა მის შეცვლაზე. თებერვლის დამდეგს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა განსახილველად მიიღო ნავალნის საჩივარი მოსკოვის მიერ ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის თაობაზე. თუკი კომიტეტი ნავალნის საჩივარს დასაბუთებულად მიიჩნევს, ეს შეიძლება კიდევ ერთი სასამართლო განხილვის საგნად იქცეს ამავე სასამართლოში, რუსეთს კი შეიძლება შეუჩერდეს უფლებები ევროპის საბჭოში. კოლონიაში ნავალნის გაგზავნის თაობაზე გადაწყვეტილება ჯერ არ შესულა ძალაში. ადვოკატების მიმართვა მის გამოტანამდე გაიგზავნა ევროსასამართლოში. ...
წყარო

Kristi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 4 თვის წინ

Zarra

თბილისი
  • 5 თვის წინ

Tako

თბილისი
  • 5 თვის წინ

Нора

თელავი
  • 5 თვის წინ

Nitaa

თბილისი
  • 21 დღის წინ

Nia

თბილისი
  • 4 თვის წინ

молодая

თბილისი
  • 8 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 4 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 6 თვის წინ

Alena

თბილისი
  • 14 საათის წინ

Liza

თბილისი
  • 4 თვის წინ