დაცვის მხარე მოითხოვს ნიკა მელიასთვის ყველა აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის ყველა აღკვეთის ღონისძიების გაუქმება მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა. პროკურატურამ სასამართლოს მიმართა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების დამძიმების და მისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით. რა თეორიული გზები რჩება სასამართლოს, თუკი არ დააპატიმრებს ნიკა მელიას ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამეს პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 30 000 ლარი (რაც მელიამ გადაიხადა) და ელექტრონული მონიტორინგი. 2020 წლის 1 ნოემბერს, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ საჯაროდ მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური. ამის შემდეგ, პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდის შუამდგომლობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე შეფარდებული გირაო გაიზარდა 40 000 ლარით და გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა. მელიას, ასევე, აეკრძალა ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2021 წლის 5 თებერვალს განაცხადა, რომ ბრალდებულ ნიკა მელიას, რომელმაც გირაოს თანხა, 40 000 ლარი არ გადაიხადა სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში, 2020 წლის 24 დეკემბრამდე, დამატებით ერთ კვირას აძლევს მის გადასახდელად. მელიამ იმავე დღეს თქვა, რომ გირაოს არ გადაიხდის და ვერც დააკავებენ. ერთკვირიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, 12 თებერვალს გენერალურმა პროკურორმა პარლამენტს მიმართა თანხმობისთვის, რათა პროკურატურას სასამართლოსგან მოეთხოვა ნიკა მელიას მიმართ გირაოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - პატიმრობით შეცვლა. 16 თებერვალს პარლამენტმა მელიას იმუნიტეტი შეუჩერა, რის შემდეგაც პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს. ...
წყარო

Lola

თბილისი
  • 2 დღის წინ

Maria

თბილისი
  • 5 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 1 დღის წინ

Oksana

თბილისი
  • 2 დღის წინ

Lanuki transi

თბილისი
  • 9 თვის წინ

Inga

თბილისი
  • 4 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 6 თვის წინ

Катя

თბილისი
  • 9 თვის წინ

Anastasia

თბილისი
  • 4 თვის წინ

Lata

თბილისი
  • 17 დღის წინ

Veronika

თბილისი
  • 1 დღის წინ

Natashka virt

თბილისი
  • 6 თვის წინ