"ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან შეშა და კასრები მიიტანეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან შეშა და კასრები მიიტანეს გასათბობად იმ შემთხვევისთვის, თუ ნიკა მელიას მხარდასაჭერად ხალხი მივა. „შეშა, როგორც წესი, გათბობას უკავშირდება, მიუხედავად იმისა, რომ ამ ხელისუფლებას ფობია აქვს შეშის მიმართ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ. „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არიან შეკრებილი და ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების დამძიმების საკითხზე მიმდინარე სასამართლო პროცესის დასრულებას ელოდებიან. თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 17 თებერვალს, 16 საათზე დაიწყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი, რომელზეც მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობენ. პროკურატურა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 40 000-ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლას ითხოვს, დაცვის მხარე კი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების მომხრეა. სხდომას თავად ნიკა მელია არ ესწრება. „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერით ნიკა მელიას გუშინ, 16 თებერვალს შეუჩერეს პარლამენტის წევრის იმუნიტეტი. ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამეს პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 30 000 ლარი და ელექტრონული მონიტორინგი. 2020 წლის 1 ნოემბერს, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ საჯაროდ მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური. ამის შემდეგ, პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდის შუამდგომლობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე შეფარდებული გირაო გაიზარდა 40 000 ლარით და გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა. მელიას, ასევე, აეკრძალა ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა. ნიკა მელია საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრია. მიუხედავად იმისა, რომ მას ოპოზიციიდან არჩეულ კიდევ 50 დეპუტატთან ერთად პარლამენტისთვის ოფიციალურად აქვს მიმართული უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით, 2 თებერვალს პარლამენტმა ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2021 წლის 5 თებერვალს განაცხადა, რომ ბრალდებულ ნიკა მელიას, რომელმაც გირაოს თანხა, 40 000 ლარი არ გადაიხადა სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში, 2020 წლის 24 დეკემბრამდე, დამატებით ერთ კვირას აძლევს მის გადასახდელად. მელიამ იმავე დღეს თქვა, რომ გირაოს არ გადაიხდის და ვერც დაა...
წყარო

Ирина

თბილისი
  • 4 დღის წინ

Nini

ბათუმი
  • 11 თვის წინ

анастасия

თბილისი
  • 1 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 4 თვის წინ

Saly

თბილისი
  • 5 თვის წინ

Qrtusa

თბილისი
  • 5 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 5 თვის წინ

Ninaka

თბილისი
  • 7 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 4 თვის წინ

Катя

თბილისი
  • 8 თვის წინ

Vika

ბათუმი
  • 3 დღის წინ

Dina

თბილისი
  • 8 საათის წინ