ნიკა მელია: ამ განაჩენით ვსამართლდებით ყველა, ვინც ვდგავართ ისტორიის ნათელ მხარეს

"ისეთი სოლიდარობა ვიგრძენი უკანასკნელი დღეების განმავლობაში, როგორიც არასოდეს, 41 წლის განმავლობაში არ მიგრძვნია" - თქვა ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ნიკა მელიამ ოფისში გამართულ ბრიფინგზე მას შემდეგ, რაც მოსამართლემ რამდენიმესაათიანი სასამართლო სხდომის შემდეგ გამოაცხადა მისი დაპატიმრების გადაწყვეტილების. "გუშინ ყველამ ერთად ვიხილეთ გავრილოვის პარლამენტი, დღეს ყველამ ერთად ვიხილეთ გავრილოვის სასამართლო. ხვალინდელი დღე, ჩვენი მომავალი, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული. ის ვერდიქტი, რომელიც გუშინ გამოიტანა გავრილოვის სასამართლო პარლამენტმა, ბევრი შემედავებით ალბათ, რომ გუშინდელი სხდომა არ იყო საპარლამენტო სხდომა, ეს იყო სასამართლო სხდომაც. დღევანდელი ვერდიქტი არ ასამართლებს ერთ, ორ ან სამ ადამიანს, ამ განაჩენით ვსამართლდებით ყველა ვინც ვდგავართ ისტორიის სწორ მხარეს, ვინც 2019 წლის 20 ივნისს გამოვიდა რუსთაველის გამზირზე, ხმა აიმაღლა, სამართლიანად აღშფოთდა, თვალებში ჩახედეს უსამართლობას, რომელსაც გავრილოვის სახით სთავაზობდა ქართველი ხელისუფლება და თვალებგახელილმა ახალგაზრდებმა, რეზინის ტყვიებს დათვებზე სანადირო ტყვიებს თვალები არ დაუხუჭეს და თვალების დაკარგვის ხარჯზე სიამაყე, ღირსება და თავისუფლება შევინარჩუნეთ. ასამართლებენ ყველა იმ ადამიანს, ვინც არის მომხრე უკეთესი ხვალინდელი დღის, განვითარებული საქართველოსი. რა დილემის წინაშე ვდგავართ, ან თავისუფალი საქართველო ან დამონებული საქართველო. ან თავისუფალი ხალხის თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი მომავალი ან ოკუპანტის ბორკილები, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ ხელისუფლება, რეჟიმი დგას მხოლოდ ძალმომრეობაზე, ჩვენ მხარეს კი არის ის სიმართლე, რომლის გამოც ისტორიულად თაობებს სიცოცხლეც კი დაუთმიათ. თავისუფლების იდეა ივანიშვილო, გავრილოვო არ გასამართლებულა არასოდეს ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში და არც ახლა გასამართლდება და ეს ძალმომრეობა და ძალადობა დამთავრებულია. თქვენ გაწყვიტეთ ის ჯაჭვი, რომელიც გეგონათ იყო ძალიან მყარი და ეს ძლიერება უსამართლობის ძლიერება, თქვენ გეგონათ იქნებოდათ სამარადჟაო. მე საქართველოს მოსახლეობას ვულოცავ გამარჯვებას, იმიტომ, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ დღეს, არამხოლოდ პოლიტიკურად, ზნეობრივად, სულიერადაც გამარჯვებული ვართ, რადგან ამ ყველაფრისთვის უამრავ ჩვენ წინაპარს უცხოვრია, რომ ებრძოლა და მოეპოვებინა თავისუფლება. აქ ვართ, ბრძოლის წინა ხაზზე, სადაც გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზე არის. " - თქვა ნიკა მელიამ. ნიკა მელიას ოფისში ამ დროისთვის მობილიზებულები არიან მისი მხარდამჭერები, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ამბობდნენ, რომ ფიზიკურად დაიცავდნენ ნიკა მელიას იმ შემთხვევაში,...
წყარო

Tatiana

თბილისი
  • 9 თვის წინ

Nini

ბათუმი
  • 11 თვის წინ

Kesi mulatka

თბილისი
  • 9 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 5 თვის წინ

Nini

თბილისი
  • 9 თვის წინ

Rita

თბილისი
  • 12 საათის წინ

Saly

თბილისი
  • 6 თვის წინ

Lanuki transi

თბილისი
  • 9 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 4 დღის წინ

Lela-(t r a n s i)

თბილისი
  • 19 დღის წინ

Tatuli

თბილისი
  • 6 თვის წინ

Tata

ბათუმი
  • 5 თვის წინ