საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა ბრაზილიას მოუგო

საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების შესარჩევ ტურნირზე ზედიზედ მეორე თამაში მოიგო და ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, უკვე ოფიციალურად გაინაღდა ექვსგუნდიან ჯგუფში მინიმუმ მესამე ადგილი. როტერდამში მიმდინარე შეჯიბრებაზე დღეს, დეიან სტანოევიჩის გაწვრთნილმა გუნდმა ბრაზილია დაამარცხა, ანგარიშით 12:8. ხვალ კი ქართველი წყალბურთელები ჯგუფის ლიდერ მონტენეგროსთან ითამაშებენ და ხვალვე გაირკვევა, ვის დაუპირისპირდებიან 20 თებერვალს, მეოთხედფინალში. ოლიმპიური თამაშების შესარჩევ ტურნირზე სულ თორმეტი ქვეყნის ნაკრები მონაწილეობს, რომლებიც ორგანიზატორებმა ორ ჯგუფში გადაანაწილეს. ჯგუფური ეტაპის შეხვედრების შემდეგ, ოთხ-ოთხი უძლიერესი გუნდი მეოთხედფინალურ წყვილებს შეადგენს და გაგრძელდება ბრძოლა ტოკიოს ოლიმპიადის სამი ლიცენზიის მოსაპოვებლად. საქართველოს ნაკრებმა როტერდამში სამი თამაში ჩაატარა. წააგო საბერძნეთთან (10:11) და მოუგო კანადასა (14:11) და ბრაზილიას. ამავე ჯგუფში იყო თურქეთის ნაკრებიც, რომელიც ორგანიზატორებმა კორონავირუსთან დაკავშირებული პრობლემების გამო მოხსნეს შეჯიბრებიდან. მეორე ჯგუფიდან პლეი ოფში მოსახვედრად იბრძვიან: ხორვატია, საფრანგეთი, რუსეთი, ნიდერლანდები, გერმანია და რუმინეთი. ...
წყარო

Alena

თბილისი
  • 21 საათის წინ

Marikuna

თბილისი
  • 11 თვის წინ

Lata

თბილისი
  • 11 დღის წინ

Elisa

თბილისი
  • 7 თვის წინ

Nia

თბილისი
  • 4 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 7 დღის წინ

Nata

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 5 თვის წინ

Nuca

თბილისი
  • 8 თვის წინ

Олеся

თბილისი
  • 1 დღის წინ

Kristi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Elenica

თბილისი
  • 11 თვის წინ