აშშ-ის საელჩო ხელისუფლებას და ოპოზიციას თავშეკავებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის საელჩო საქართველოში ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებას და საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას თავშეკავებისკენ მოუწოდებს. три „მოვუწოდებთ ხელისუფლებას და ოპოზიციას, მაქსიმალური თავშეკავება გამოიჩინონ დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ძალადობა არავის გამოადგება, მათ გარდა ვისაც სურს შეარყოს საქართველოს სტაბილურობა. ეს უნდა გადაწყდეს მშვიდობიანად,“- ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დღეს, 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა და „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიიჩნია, რომ დამატებით შეფარდებული გირაოს, 40 ათასი ლარის არგადახდა აღკვეთის ღონისძიების შეუსრულებლობა იყო. თავად ნიკა მელია სასამართლო სხდომას არ ესწრებოდა. იმის გამო, რომ ის ამ საქმეზე მიმდინარე ერთ-ერთი პროცესის დროს მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა. ნიკა მელიამ, განაჩენის გამოცხადების შემდეგ პარტიის ოფისში, ოპოზიციის სხვა ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ამ განაჩენით ვსამართლდებით ყველა, ვინც ვდგავართ ისტორიის ნათელ მხარეს". ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამეს პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 30 000 ლარი (რაც მელიამ გადაიხადა) და ელექტრონული მონიტორინგი. 2020 წლის 1 ნოემბერს, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ საჯაროდ მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური. ამის შემდეგ, პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდის შუამდგომლობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე შეფარდებული გირაო გაიზარდა 40 000 ლარით და გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა. მელიას, ასევე, აეკრძალა ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2021 წლის 5 თებერვალს განაცხადა, რომ ბრალდებულ ნიკა მელიას, რომელმაც გირაოს თანხა, 40 000 ლარი არ გადაიხადა სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში, 2020 წლის 24 დეკემბრამდე, დამატებით ერთ კვირას აძლევს მის გადასახდელად. მელიამ იმავე დღეს თქვა, რომ გირაოს არ გადაიხდის და ვერც დააკავებენ. ერთკვირიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, 12 თებერვალს გენერალურმა პროკურორმა პარლამენტს მიმართა თანხმობისთვის, რათა პროკურატურას სასამართლოსგან მოეთხოვა ნიკა მელიას მიმართ ...
წყარო

Ekuna

თბილისი
  • 6 თვის წინ

Aida

თბილისი
  • 4 თვის წინ

Marikuna

თბილისი
  • 11 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 4 თვის წინ

Inga

თბილისი
  • 4 თვის წინ

Tako

თბილისი
  • 5 თვის წინ

Rita

თბილისი
  • 7 საათის წინ

Lala

ქუთაისი
  • 1 დღის წინ

Marikuna

ბათუმი
  • 9 თვის წინ

Vika

ბათუმი
  • 4 საათის წინ

Anka

თბილისი
  • 5 თვის წინ

Lela-(t r a n s i)

თბილისი
  • 20 დღის წინ