შალვა ნათელაშვილი მელიას დაპატიმრებაზე: ივანიშვილისთვის დაბადების დღის საჩუქარია

"18-ში ივანიშვილის დაბადების დღეა და ის თავის თავს საჩუქრად მოუმზადებდა ნიკა მელიას დაპატიმრების ვერდიქტს. მაგრამ მე მას ვპირდები, რომ მეორე დაბადების დღეზე ის პოლიტიკაში აღარ იქნება და ის ციხეში იქნება“ - თქვა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მას შემდეგ, რაც მოსამართლემ ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო. „ეს არის გამოწვევა ყველა იმ ეროვნული გმირის, ვინც საქართველოსთვის წირავდა თავს დიდგორიდან, ბასიანიდან, შამქორიდან, მარტყოფიდან. ეს არის შეურაცხყოფა ყველა იმ გმირების, ვინც ჩაწვა აფხაზეთში, შიდა ქართლში, დედების, მამების, ბებიების, ბაბუების, ვინც დაგვიხოცეს, გენოციდის ქვეშ მოაყოლეს, ვის საფლავებზე მისვლასაც გვიკრძალავენ, ვის ეზო-მამულშიც ბალახი ამოდის, რადგან ჩვენ იქ არ გვიშვებენ. ეს ბევრად გლობალური რამეა, ვიდრე ბრძოლა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, რომელიც ხშირად მწვავე ფორმებს იღებს. ეს არის მცდელობა, ჩაკლან ქართული სული, რასაც ვერ მოესწრებიან და დღევანდელი ეს საღამოა ამისი მოწმე. ერთად მდგომ ქართველებს ჯერ ვერავინ ვერ მორევია და ვერც ახლა ვერ მოგვერევიან, ეს გამორიცხულია. მე, რა თქმა უნდა, ყველაფერს წარმოვიდგენდი ამ რეჟიმისგან, მაგრამ იმას ვეღარ, რომ ჩემს დაბადების დღეს შევხვდებოდი ამ ვითარებაში" - თქვა შალვა ნათელაშვილმა. თავად ნიკა მელიამ მისი დაპატიმრების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ თქვა, რომ ამ განაჩენით გასამართლდა ყველა, ვინც ისტორიის ნათელ მხარეს დგას და თავისუფლებისთვის იბრძვის. ასევე ნახეთ ნიკა მელია: ამ განაჩენით ვსამართლდებით ყველა, ვინც ვდგავართ ისტორიის ნათელ მხარეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შემდეგ პროკურორმა მიხეილ სადრაძემ იმედი გამოთქვა, რომ მელია თავად გამოცხადდება შესაბამის ორგანოში. ასევე ნახეთ გიგი უგულავა სპეცრაზმზე: ისინი ეტლებითა და ჰუნებითა, ხოლო ჩვენ სახელითა უფლისათა ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამეს პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 30 000 ლარი (რაც მელიამ გადაიხადა) და ელექტრონული მონიტორინგი. 2020 წლის 1 ნოემბერს, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ საჯაროდ მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური. 12 თებერვალს გენერალურმა პროკურორმა პარლამენტს მიმართა თანხმობისთვის, რათა პროკურატურას სასამართლოსგან მოეთხოვა ნიკა მელიას მიმართ გირაოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - პატიმრობ...
წყარო

Dina

თბილისი
  • 1 საათის წინ

Viktoria

თბილისი
  • 23 საათის წინ

Marimxiar

თბილისი
  • 4 თვის წინ

Nini

ბათუმი
  • 11 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 2 დღის წინ

Sofia27

თბილისი
  • 8 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 20 საათის წინ

Nia

თბილისი
  • 4 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 6 თვის წინ

Lanuki transi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 5 თვის წინ

Inesa

თბილისი
  • 23 საათის წინ