შსს-ს მოუწევს ძალის გამოყენება და დაკავება ერთი ლიდერის კი არა, ბევრი ლიდერის

ჩვენ არ ვაპირებთ აგრესიას და ძალის გამოყენებას, მაგრამ მათ მოუწევთ ძალის გამოყენება და კანონის უზენაესობის დროშის ქვეშ ადამიანების დაუმორჩილებლობისთვის დაკავება,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში განაცხადა, სადაც ცოტა ხნის წინ სამართალდამცავები იმყოფებოდნენ. შეკითხვაზე, გამოიყენებს თუ არა სპეცრაზმი ძალას „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შესასვლელად, ბოკერიამ განაცხადა, რომ ის არაფერს გამორიცხავს. „საზოგადოებას აქვს ერთადერთი სწორი არჩევანი, რომ მშვიდად არ შეეგუოს მიტაცებას ამ ქვეყნის და ივანიშვილის რეჟიმის მხრიდანპოსტსაბჭოთა ჭაობში ბოლომდე ჩაფლობას. არ მინდა არც ისეთი პროგნოზები, არც ასეთი. ვერაფერს გამოვრიცხავ. მეც ის ვიცი, რაც თქვენ იცით. აქ გადაწყვეტილებაა მიღებული, რომ მათ მოუწევთ ძალის გამოყენება. ჩვენ არ ვაპირებთ აგრესიას და ძალის გამოყენებას, მაგრამ მათ მოუწევთ ძალის გამოყენება და კანონის უზენაესობის დროშის ქვეშ დაუმორჩილებლობისთვის დაკავება ადამიანების, მათ შორის ერთი ლიდერის კი არა, ბევრი ლიდერის“, – განაცხადა ბოკერიამ. ცნობისთვის, პოლიციის წარმომადგენლები „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში არ შეუშვეს, რის შემდეგაც მათ ტერიტორია დატოვეს....
წყარო

Nata

თბილისი
  • 8 თვის წინ

Kesi mulatka

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lizi

თბილისი
  • 4 საათის წინ

Elenica

თბილისი
  • 11 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 4 თვის წინ

Vika

ბათუმი
  • 4 დღის წინ

Sofia27

თბილისი
  • 8 თვის წინ

Kristina

თბილისი
  • 10 საათის წინ

Lala

ქუთაისი
  • 17 დღის წინ

Lika

თბილისი
  • 2 დღის წინ

Tika

თბილისი
  • 11 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 8 თვის წინ