ოკუპირებულ აფხაზეთში 195-მდე გაიზარდა COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ოპერატიულმა შტაბმა კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა დაადასტურა. მისივე ინფორმაციით, გუდაუთის საავადმყოფოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული კიდევ 2 პაციენტი.
აფხაზეთში აპრილიდან აღრიცხული აქვთ კორონავირუსის 12 618 შემთხვევა, მათგან 11 865 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 195 ადამიანი.
დაუზუსტებელი მონაცემებით, საქართველოს ამ ოკუპირებულ რეგიონში ცხოვრობს დაახლოებით 240 ათასი ადამიანი.
...