გამოჩნდა იმედი, რომ დაპირისპირების გზით არ ვივლით, ამ ქვეყანაში შეიძლება შეთანხმებისკენ წავიდეთ

გამოჩნდა იმედი, რომ დაპირისპირების გზით არ ვივლით, ამ ქვეყანაში შეიძლება შეთანხმებისკენ წავიდეთ,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში განაცხადა. გიორგი ვაშაძე იმედს გამოთქვამს, რომ პოლიტიკოსების დაპატიმრება წარსულს ჩაბარდება. „დაძაბული ღამის შემდეგ, გამოჩნდა იმედი, დაპირისპირების გზით არ ვივლით, ამ ქვეყანაში შეიძლება შეთანხმებისკენ წავიდეთ. რა თქმა უნდა, მისასალმებელია, რომ გადაიდო აღსრულების ღონისძიება, პრემიერ-მინისტრი გადადგა. არ დავიწყებ, რომ ეს არის გამარჯვება და ასე შემდეგ. მთავარი გამარჯვება იქნება მაშინ, როდესაც ქვეყანაში ამ დაპირისპირების ფონს მოვხსნით ერთხელ და სამუდამოდ. ჩვენი მიზანია დამთავრდეს პოლიტიკური ანგარიშსწორება და დავიწყოთ საქმის კეთება. ამით არის მოწოდებული მთელი ოპოზიციური სპექტრი. ვფიქრობ, სწორმა ნაბიჯებმა, რომელიც ერთიანად გადავდგით, გარკვეულ შედეგამდე მიგვიყვანა. ეს არის დასაწყისი იმ ახალი ფაზის, რომელიც ყველას გვჭირდება. გვჭირდება დაჯდომა, მოლაპარაკება, რისთვისაც მზად ვართ, რიგგარეშე არჩევნები, რომელმაც უნდა დაასტაბილუროს ქვეყანა“, – აცხადებს ვაშაძე. შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობას ტოვებს. როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე. პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, კი შსს-მ ნიკა მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო....
წყარო
  • 100%

Taso transi batumi

ბათუმი
  • 8 თვის წინ

Anuki

თბილისი
  • 6 თვის წინ

Sofia27

თბილისი
  • 8 თვის წინ

молодая

თბილისი
  • 9 თვის წინ

Elenica

თბილისი
  • 11 თვის წინ

Lilu

თბილისი
  • 4 თვის წინ

Nuca

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lizi

თბილისი
  • 7 საათის წინ

Elena

თბილისი
  • 11 თვის წინ

Oksana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Tata

თბილისი
  • 6 თვის წინ

Ania

თბილისი
  • 19 საათის წინ