ლომჯარია: იმედია, ზემდგომი ან საერთაშორისო სასამართლოები ამ გადაწყვეტილებას შეცვლიან!

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას „ფეისბუკზე" ეხმაურება სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. „უკიდურესად შემაშფოთებელია თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების თაობაზე! მე და ჩემი თანამშრომლები მთელი დღის განმავლობაში ვადევნებდით თვალს მიმდინარე პროცესს. ჩვენი დაკვირვებით, ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დაასაბუთებდა აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი ღონისძიების - პატიმრობის, გამოყენების აუცილებლობას. იმედია, ზემდგომი ან საერთაშორისო სასამართლოები ამ გადაწყვეტილებას შეცვლიან!" - აცხადებს ლომჯარია. თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა და „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიიჩნია, რომ დამატებით შეფარდებული გირაოს, 40 ათასი ლარის არგადახდა აღკვეთის ღონისძიების შეუსრულებლობა იყო. ნიკა მელია ამჟამად ოპოზიციის სხვა ლიდერებთან ერთად იმყოფება „ნაციონალური მოძრაობის" ოფისში. ის არ აპირებს დაემორჩილოს სასამართლოს გადაწყვეტილებას. ...
წყარო

Lile

თბილისი
  • 6 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 6 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 4 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Milana

თბილისი
  • 6 თვის წინ
  • 100%

Taso transi batumi

ბათუმი
  • 8 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 1 დღის წინ

Lile

თბილისი
  • 6 თვის წინ

Diko

თბილისი
  • 12 დღის წინ

Inga

თბილისი
  • 4 თვის წინ

Inesa

თბილისი
  • 1 დღის წინ

Dako

თბილისი
  • 5 თვის წინ