ვოლსკი: ფაქტობრივად ეს არის რევოლუციური სცენარით განვითარება

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი. მისი თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გამოიწვია იმან, რომ ის არ დაემორჩილა სასამართლოს გადაწყვეტილებას. „ყველამ ვიცით, რომ თავიდან გამოტანილი იყო ვერდიქტი, რომ სამაჯურით და გარკვეული შეზღუდვებით უნდა ყოფილიყო ნიკა მელია და დალოდებოდა იმ მთავარ სასამართლოს (პირობითად დავარქვათ), როდესაც განიხილებოდა იყო თუ არა შტურმში მისი მონაწილეობა რეალური. ამ საკითხს, სანამ გადაწყვეტს შესთავაზეს ხელზე სამაჯურის გაკეთება და გირაოს გადახდა. მეტი არაფერი შეთავაზება არ იყო და მე ვფიქრობ, რომ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ნაკლები სიმკაცრეც გამოიჩინეს", - ამბობს ვოლსკი. დეპუტატის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის" ამჟამინდელი მოქმედება აჩენს ეჭვს, რომ ის გამიზნულად მოქმედებს, რადგან მან წარმატებას ვერ მიაღწია. „სხვა არაფერი რჩებათ პასუხად", - აღნიშნავს ვოლსკი და ამატებს, - „ფაქტობრივად, ეს არის რევოლუციური სცენარით განვითარება". თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა და „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიიჩნია, რომ დამატებით შეფარდებული გირაოს, 40 ათასი ლარის არგადახდა აღკვეთის ღონისძიების შეუსრულებლობა იყო. ნიკა მელია ამჟამად ოპოზიციის სხვა ლიდერებთან ერთად იმყოფება „ნაციონალური მოძრაობის" ოფისში. ის არ აპირებს დაემორჩილოს სასამართლოს გადაწყვეტილებას. ...
წყარო

Nini

თბილისი
  • 8 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 5 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 4 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Lola

თბილისი
  • 22 საათის წინ
  • 100%

ნ ი ნ ა

თბილისი
  • 4 საათის წინ

Inesa

თბილისი
  • 1 დღის წინ

Kristi

თბილისი
  • 8 თვის წინ

mari mari

თბილისი
  • 4 თვის წინ

Tata

თბილისი
  • 6 თვის წინ

Teona

თბილისი
  • 4 თვის წინ

Marikuna

ბათუმი
  • 8 თვის წინ