საუბარი პოლიტიკური დევნის გაგრძელებაზე “ქართული ოცნების” პოლიტიკური თვითმკვლელობა იქნება

“ევროპული საქართველოს” თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება, პრემიერის გადადგომა და შსს-ს განცხადება ადასტურებს მხოლოდ ერთს, რომ ეს პროცესები იყო მხოლოდ პოლიტიკური. “მთლიანი ეს პროცესები, სასამართლო, პრემიერის გადადგომა და შსს-ს განცხადება ადასტურებს მხოლოდ ერთს, რომ ეს პროცესები იყო მხოლოდ პოლიტიკური, დღევანდელმა ხელისუფლებამ კი, საკუთარი ძალაუფლებისთვის ბრძოლაში საფრთხე შეუქმნა ქართულ სახელმწიფოს. ეს იყო ნაბიჯი, რომელმაც ქვეყანა დააყენა უდიდესი კრიზისის საფრთხის წინაშე. ეს კი, მხოლოდ საკუთარი სკამების შესანარჩუნებლად გააკეთეს. ამიტომ, მინდა ვურჩიო “ქართულ ოცნებას”, ამ სიტუაციაში, საუბარი პოლიტიკური დევნის გაგრძელებაზე, იქნება მათი პოლიტიკური თვითმკვლელობა. წინ მიმავალი გზა მხოლოდ ერთია და ეს მოლაპარაკებებზე გადის. ერთადერთი პირობა კი ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაა,”- აცხადებს დავით ბაქრაძე. “ევროპული საქართველოს” ლიდერმა პრემიერის გადაგომის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი დასაფასებელია, ვინაიდან გიორგი გახარიას მიერ გადადგმულმა პასუხისმგებლიანმა ნაბიჯმა, შექმნა იმის  შანსი, რომ თავიდან ავირიდოთ დაპირისპირება ​”მიუხედავად ჩემი სრულიად ცალსახა დამოკიდებულებისა გიორგი გახარიას მიმართ 20 ივნისის შემდეგ, დღეს ნამდვილად უნდა დავაფასო მისი ნაბიჯი. მე ამას ვაფასებ მათ შორის იმ ადამიანისაგან, ვინც შეიძლება არ მომწონდეს პიროვნულად. ეს არის პასუხისმგებლიანი ნაბიჯი, რომელმაც შექმნა იმის შანსი, რომ თავიდან ავირიდოთ დაპირისპირება და ყველა ერთად მოლაპარაკების გზით წავიდეთ მშვიდობიანი ცვლილებებისკენ. დასაფასებელია, რომ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, პრემიერმა გადადგომამდე ღიად განაცხადა მოტივაციაზე და ამით შექმნა მომენტი, როდესაც ქართული საზოგადოების მოთხოვნის შესაბამისად, ამ ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნების გზით, ხალხს ღიად უნდა მიეცეს გადაწყვეტის საშუალება,” -განაცხადა დავით ბაქრაძემ....
წყარო

Lika

თბილისი
  • 9 საათის წინ

Milana

თბილისი
  • 5 თვის წინ

Diko

თბილისი
  • 9 დღის წინ

Elena

თბილისი
  • 6 საათის წინ

Nata

თბილისი
  • 4 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 6 თვის წინ

Monika

თბილისი
  • 6 თვის წინ

Nini

ბათუმი
  • 11 თვის წინ

Alena

თბილისი
  • 2 დღის წინ

Inesa

თბილისი
  • 2 დღის წინ

Natashka virt

თბილისი
  • 6 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 2 დღის წინ