გიორგი გახარიამ გამოიჩინა კეთილგონიერება და უარი განაცხადა ფსევდოსასამართლოს ე.წ. გადაწყვეტილების აღსრულებაზე

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, გიორგი გახარიამ კეთილგონიერება გამოიჩინა, როდესაც არსებული ვითარებაში თანამდებობა დატოვა. თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ ისურვებდა გახარიას მაგალითი მმართველი პარტიის სხვა წევრებმაც აიღონ. ამასთან, ბოკუჩავამ ენმ-ს პარტიის ოფისში ლიეტუვის ელჩის ყოფნასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება. “ლიეტუვა არის საქართველოს ძალიან დიდი გულშემატკივარი. ძალიან მნიშველოვანი მოკავშირე, ამიტომ ლიეტუვის ელჩის ვიზიტი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში იყო ძალიან მნიშველოვანი. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე რაოდენ მნიშველოვანი ახლა ქვეყნისთვის კრიზისიდან გამოსვლა და რომ ამ კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი შანსი არის მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი გახარია იყო ერთ-ერთი მთავარი ავტორი 20-21 ივნისის გავრილოვის ღამის სისხლიანი დარბევის, ახლა, ამ ჯერზე, მან ნამდვილად გამოიჩინა კეთილგონიერება და ეს აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, როდესაც მან უარი განაცხადა ფსევდო სასამართლოს ე.წ. გადაწყვეტილების აღსრულებაზე, ძალადობაზე, მეორე გავრილოვის ღამის მოწყობაზე, ოკუპანტის სახელით ისევ ადამიანების თვალების დათხრაზე და ამით ნამდვილად გამოავლინა კეთილგონიერება. არანაირი შეთქმულების თეორი, მე მგონი, ამ შემთხვევაში საჭირო არ არის იმ თვალსაზრისით, რომ ირაკლი კობახიძემ ღიად განაცხადა საკუთარ ბრიფინგში,  რომ გახარია ეწინააღმდეგებოდა ფსევდოსასამართლო გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულებას, რაც ნიშნავს იმას, რომ გახარია წინააღმდეგი იყო ძალადობრივად ადამიანებისთვის კიდევ თვალების დათხრის ფონზე გაეტაცებინათ მთავარი ოპოზიციური პარტიის ახლადარჩეული თავმჯდომარე, ამიტომ ახლა ვისურვებდი, რომ სხვებმაც აიღონ ეს მაგალითი,” – განაცხადა თინა ბოკუჩავამ....
წყარო

Tako

თბილისი
  • 5 თვის წინ

Viktoria

თბილისი
  • 26 წუთის წინ

Veronika

თბილისი
  • 26 წუთის წინ

Qrtusa

თბილისი
  • 5 თვის წინ

Aida

თბილისი
  • 4 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 7 თვის წინ

Maria

თბილისი
  • 5 თვის წინ

Inesa

თბილისი
  • 26 წუთის წინ

Tatiana

თბილისი
  • 9 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 4 თვის წინ

mari mari

თბილისი
  • 4 თვის წინ

Dako

თბილისი
  • 5 თვის წინ