“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისთან 16:00 საათზე “გამარჯვების აქცია” გაიმართება

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისთან აქცია დაიგეგმა. ნიკა მელიას მხარდამჭერები ოპოზიციის ლიდერებთან ერთად “გამარჯვების აქციას” 16:00 საათზე გამართავენ. “სამშობლოზე და თავისუფლების იდეაზე ძვირფასი არაფერი არ არის. როცა იმარჯვებს თავისუფლებისა და სამშობლოს იდეა, იმარჯვებს ხალხი. მხარდამჭერებთან ერთად აღვნიშნავთ, რომ დიქტატორულმა რეჟიმმა თავისი სახე გამოაჩინა, მათმა რეიტინგულმა ლიდერი გადადგა, რომელმაც შექმნა 20 ივნისი და მათივე წიაღში დაირწა ის აკვანი, რომ ისინი არიან მოშლილები. ვიწყებთ გამარჯვების ზეიმს, “ქართული ოცნება” წავა ხელისუფლებიდან და ის ხელისუფლება, რომელიც იზრუნებს სამშობლოზე,”-აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ბესო შენგელია. შეგახსენებთ, უკვე მეორე დღეა მოვლენათა ეპიცენტრია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალური ოფისია. ოპოზიციის ლიდერებმა სასამართლო განჩინების შემდეგ ენმ-ს თავმჯდომარის დაპატიმრების მოლოდინში ღამე სწორედ იქ გაათიეს და როგორც წინასწარ აცხადებდნენ, ისინი სამართალდამცველებისთვის ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევას გეგმავდნენ. თუმცა დღეს დილით პოლიტიკური მოვლენები მოულოდნელად შეიცვალა და მას შემდეგ რაც მთავრობის მეთაურმა გადადგომის შესახებ განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტომ ნიკა მელიას პატიმრობასთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო....
წყარო

наталья

თბილისი
  • 1 დღის წინ

Anuki

თბილისი
  • 6 თვის წინ

Sofia

თბილისი
  • 5 თვის წინ

Qeti

თბილისი
  • 9 დღის წინ

Elenica

თბილისი
  • 11 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 2 დღის წინ

Saly

თბილისი
  • 6 თვის წინ

Nitaa

თბილისი
  • 23 დღის წინ

Natashka virt

თბილისი
  • 6 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 8 თვის წინ

Inesa

თბილისი
  • 2 დღის წინ

Dako

თბილისი
  • 5 თვის წინ