ვადამდელი არჩევნები არ არის ის მნიშვნელოვანი მონაპოვარი, რომელიც ამ მოლაპარაკების შედეგად შეიძლება მივიღოთ

“გირჩის” წევრის ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, აუცილებელია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკება გაგრძელდეს და შეთანხმება იქნეს მიღწეული, როგორც ვადამდელ არჩევნების ჩანიშვნასთან, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებასა და პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. მეგრელიშვილი გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გამოჩნდა გახარიასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის გაჩნდა ბზარი, რამაც მისი თანამდებობიდან გადადგომა გამოიწვია. “გიორგი გახარიას განცხადებამაც მთავარ ნაწილში დაადასტურა, რამდენად მართლები ვიყავით, როდესაც ვსაუბრობდით, რომ მთავარი პრობლემა ჩვენი საზოგადოების არის ეს მწვავე დაპირისპირება პოლიტიკურ გუნდებს შორის, რომელმაც იმხელა ბზარი გააჩინა თავად “ოცნების” შიგნით, რომ პრემიერ-მინისტრმა აირჩია გუნდის უმრავლესობისგან განსხვავებული გზა, რადგან მას მოუწია დატოვება თანამდებობის. შესაბამისად, მგონია, რომ ჩვენი, ასე ვთქვათ შეშფოთება და წუხილი და შეშინების მცდელობაც, რასაც ბოლო პერიოდში ვცდილობდით იყო გამართლებული ნამდვილად, იმიტომ რომ ნამდვილად გვემუქრებოდა ისეთი რისკები, რომლის უკან დატრიალებაც რთული იქნებოდა, კაცმა არ იცის რისკები მოგვარდა თუ არა, რადგან ჩვენ არ ვიცით “ქართული ოცნების” შიდა სამზარეულო, მაგრამ ფაქტია, ხელისუფლებას და სტაბილურობას, ოპოზიცია ან საზოგადოება, არამედ ხელისუფლების შიგნით განწყობები უქმნიდა მთავარ პრობლემას. ჩვენ სრულად ვუერთდებით იმ ნაწილს რომ უნდა დავბრუნდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან. უბრალოდ, გავაფართოვებდი მოთხოვნას და ვისაუბრებდი არა მხოლოდ ვადამდელ არჩევნებზე, არამედ სრულ პაკეტზე, რომელზეც აქამდეც მიმდინარეობდა მოლაპარაკება. ვადამდელი არჩევნები არ არის ის მნიშვნელოვანი მონაპოვარი, რომელიც ამ მოლაპარაკების შედეგად შეიძლება მთელმა საზოგადოებამ მივიღოთ. თუ ჩვენ ზუსტად იგივე მდგომარეობაში ჩავატარებთ, როგორ მდგომარეობაშიც დღეს ვართ ვადამდელ არჩევნებს, რა გარანტიაა წაგებული მხარე ისევ უარს არ განაცხადებს პარლამენტში შესვლაზე. მე იმის თქმა მინდა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციასთან, ისე პროპორციულ სისტემასთან მიმართებაში ელჩების მაგიდასთან შეთანხმება იყოს ფაქტობრივად ბოლომდე მიყვანილი,” – განაცხადა მეგრელიშვილმა “დღის კურიერთან” საუბრისას....
წყარო

Nia

თბილისი
  • 4 თვის წინ

Salo

თბილისი
  • 11 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 4 თვის წინ

Elza

თბილისი
  • 9 საათის წინ
  • 100%

Lana

თბილისი
  • 2 დღის წინ

Tika

თბილისი
  • 11 თვის წინ

Vika

ბათუმი
  • 16 საათის წინ

Tatuli

თბილისი
  • 6 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 2 დღის წინ

Tata

ბათუმი
  • 5 თვის წინ

Ninaka

თბილისი
  • 7 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 8 თვის წინ