დღეს 15.00 საათზე, “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება
დღეს 15.00 საათზე, “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა, ხოლო 16.00 საათზე, უმრავლესობის შეხვედრა გაიმართება. სავარაუდოდ, პარტიაში მომავალი პრემიერმინისტრის კანდიდატის ვინაობა განიხილება.
ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებიდან რამდენიმე საათში, დღეს, საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია გადადგა. გახარიას გადადგომიდან რამდენიმე წუთში კი, შსს-მ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება “დროებით” გადადო.
პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, “ქართულ ოცნებაში” ხვალ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც პრემიერმინისტრობის კანდიდატზე იმსჯელებენ....