არასამთავრობო ორგანიზაციები მელიას საქმეზე შსს-ს მიმართავენ

თერთმეტი არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილების გარშემო შექმნილ ვითარებას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. განცხადების ხელმომწერები ამბობენ, რომ ნიკა მელიას საპოლიციო ძალის გამოყენებით დაკავებისკენ გადადმული ნაბიჯები ზრდის პოლიტიკურ პოლარიზაციას და კიდევ უფრო აღრმავებს დემოკრატიის კრიზისს ქვეყანაში. მათი განცხადებით, კრიზისის სიმძაფრეზე მიუთითებს პრემიერ-მინისტრის გადადგომის გადაწყვეტილებაც. აქედან გამომდინარე, არასამთავრობო ორგანიზაციეს მიაჩნიათ, რომ შექმნილი მდგომარეობის განმუხტვის უპირველესი ვალდებულება მმართველ პოლიტიკურ ძალას და იმ ინსტიტუტებს აკისრიათ, რომლებიც მიმდინარე მოვლენებში უშუალოდ არიან ჩართული: არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ შსს-ს არ დაიწყოს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება იქამდე, სანამ დაცვის მხარე არ გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ ყველა შესაძლებლობას: „კერძოდ, მოქმედი კანონმდებლობა არსებით სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მყისიერ, 48 საათში, გასაჩივრების უფლებას მხარეებს არ ანიჭებს. სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე გამოტანილ განაჩენთან ერთად საჩივრდება. შესაბამისად, ეს ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ თავისუფლების, სამართლიანი სასამართლოსა და დაცვის უფლებას. მიგვაჩნია, რომ არსებულ ვითარებაში აღნიშნული ნორმის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრება და ამ პროცესის სააპელაციო სასამართლოს მიერ ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნება. კერძოდ, დაცვის მხარის მიერ პატიმრობის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია ამ ნორმის არაკონსტიტუციურობის მოტივით, კონსტიტუციური წარდგინებით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩეროს სისხლისსამართლებრივი დევნა და საქმის განხილვა. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდება ნებისმიერი ქმედება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით. ეს იქნება არსებული მძიმე კრიზისის განმუხტვის ინსტიტუციური და ლეგიტიმური გზა“, - წერია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 18 თებერვალს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილების შემდეგ, განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომლის თანახმადაც, დროებით გადაიდო ნიკა მელიას საქმეზე დაგეგმილი აღსრულების ღონისძიება. სასამართლომ 17 თებერვალს დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით. ...
წყარო

Mila

თბილისი
  • 11 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 4 თვის წინ

Lanuki transi

თბილისი
  • 9 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Elenica

თბილისი
  • 11 თვის წინ

Tika

თბილისი
  • 11 თვის წინ

Maria

თბილისი
  • 5 თვის წინ

Lilu

თბილისი
  • 4 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 6 თვის წინ

Lizi

თბილისი
  • 2 დღის წინ

Sofia

თბილისი
  • 5 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 1 დღის წინ