საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით გამოეხმაურა

“ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებულია საქართველოში შექმნილი ბოლოდროინდელი პოლიტიკური ვითარებით. პარლამენტის გადაწყვეტილება ძირითადი ოპოზიციური პარტიის, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიას კანონიერი იმუნიტეტის გაუქმებისა და პოლიტიკოსის შესაძლო დაპატიმრების შესახებ ამცირებს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიალოგის შესაძლებლობას და აჩენს კითხვებს შერჩევითი სამართლისა და ქვეყანაში კანონის უზენაესობის შესახებ“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს. განცხადებაში გამოთქმულია წუხილი იმის შესახებ, რომ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს ჯერჯერობით არ აქვთ გამოყენებული ყველა შესაძლებლობა იმისთვის, რომ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით არსებული უთანხმოებები გადაწყვიტონ. ლიეტუვის საგარეო უწყება მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც საზოგადოებას კიდევ უფრო ღრმა ჩიხში შეიყვანს და განხეთქილებას გამოიწვევს. სამინისტრო მოუწოდებს ასევე თავი შეიკავონ მოქალაქეების მიმართ ძალის გამოყენებისგან. „სიტუაციის შემდგომი ესკალაცია მხოლოდ ზიანს აყენებს ქვეყნის სამომავლო პერსპექტივებს. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ საქართველოს სჭირდება ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, როგორც ბოლოდროინდელი გამოწვევების გათვალისწინებით, ასევე ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების კონტექსტში“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის სიტყვებით მთავრდება. მინისტრი პარტნიორებს საქართველოში მოუწოდებს, დაუბრუნდნენ კონსტრუქციულ პოლიტიკურ დიალოგს. ”ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორებს საქართველოში, თავი შეიკავონ წითელი ხაზების გადაკვეთისგან, ისარგებლონ სიტუაციის დეესკალაციის შესაძლებლობით და მოძებნონ სიტუაციის ნორმალიზების გზები, ასევე დაუბრუნდნენ კონსტრუქციულ პოლიტიკურ დიალოგს”, - განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა. დღესვე, 18 თებერვალს, ლიეტუვის ელჩი საქართველოშიანდრიუს კალინდრა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე შესვლამდე მან მცირე კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებთან და სოლიდარობა გამოხატა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით: „თქვენ ყველამ იცით, რომ ლიეტუვის რესპუბლიკა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს. ჩვენ ვმუშაობთ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან წარმატების მისაღწევად ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ. მე აქ ვარ იმისათვის, რომ გამოვხატო სოლიდარობა მიმდინარე მოვლენების მიმართ და ცხადია, გვაშფოთებს ისეთი მომავალი, რ...
წყარო

Ирина

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nia

თბილისი
  • 4 თვის წინ

Ekuna

თბილისი
  • 6 თვის წინ

Ania

ბათუმი
  • 4 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 8 თვის წინ

Nina

თბილისი
  • 8 თვის წინ

Rita

თბილისი
  • 10 საათის წინ

Dina

თბილისი
  • 16 საათის წინ

Milana

თბილისი
  • 5 თვის წინ

Nuca

თბილისი
  • 8 თვის წინ

Олеся

თბილისი
  • 1 დღის წინ

Monika

თბილისი
  • 6 თვის წინ